Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ჩინეთის სახალხო ბანკი ციფრულ იუანს მიიჩნევს კანონიერ საგადახდო საშუალებად, რომელიც მთელ ქვეყანაში უნდა იყოს მიღებული. ამის შესახებ Financial News-ში დაწერა მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარემ. 

მისი თქმით, ციფრული იუანი ახდენს ფიატური ვალუტის იურიდიულად კომპენსირებას. იგი „ძირიადად გვევლინება, როგორც აქტივი М0 - ნაღდი ფულის ნაწილი“. 

„ამიტომ, ციფრული იუანი უნდა შეესაბამებოდეს ფულადი რესურსების მართვასთან დაკავშირებულ კანონებსა და წესებს“ - აღნიშნა თავმჯდომარემ. 

ზემოხსენებულ სტატიაში იგი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აქტივი მიებულ უნდა იქნას მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

„ვერცერთი კომპანია ან ფიზიკური პირი შეძლებს ციფრული იუანის მიღებაზე უარის თქმას, თუ ყველა პირობა იქნება დაცული“ - ნათქვამია სტატიაში. 

ადრე ჩინეთის ხელისუფლებამ დააანონსა ეროვნული ციფრული საგადახდო სისტემის ტესტირების გაფართოება. ექსპერიმენტი მიმართული უნდა ყოფილიყო მსხვილ კომერციულ ოპერაციებზე. 

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში საინფორმაციო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია სახალხო ბანკის გეგმის შესახებ, რომელიც გულისხმობს ეროვნული ციფრული ვალუტის მიმოქცევაში გაშვებას 2022 წლის თებერვლამდე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.