Jump to content

Recommended Posts

Posted

ცოტა ხნის წინ Bloomberg-მა განაცხადა, რომ Sony-მ PlayStation 5-ის გამოსაშვები მოცულობა 4 მლნ აშშ დოლარით, 11 მლნ ერთეულამდე შეამცირა მიმდინარე ფინანსურ წელს AMD-ის ცალკრისტალიანი სისტემების დანაკლისის გამო. ამასთან, Bloomberg Intelligence-ის ანალიტიკოსმა, Masahiro Wakasugi-მ გამოთქვა მოსაზრება ახალი სისტემის ფასის შესახებ. 

image.jpeg 

Microsoft-მა გასულ თვეში საკმაოდ აგრესიული ფასები გამოაცხადა მომდევნო თაობის კონსოლებზე: Xbox Series S გაიყიდება 299 აშშ დოლარად, Xbox Series X კი - 499 აშშ დოლარად. ეს ფასები დამატებით გავლენას მოახდენს Sony-ზე. ახალ Xbox-ზე წინასწარი შეკვეთების მიღება 22 სექტემბერს იწყება. 

მოსალოდნელია, რომ კომპანია Sony PlayStation 5 კონსოლის გამოშვების თარიღისა და ფასის შესახებ განაცხადებს ოთხშაბათს დაგეგმილ ოფიციალურ პრეზენტაციაზე. Bloomberg Intelligence-ის ანალიტიკოსის აზრით PS5 შესაძლოა ღირდეს 449 აშშ დოლარი, უფრო თხელი ციფრული ვერსია კი 400 აშშ დოლარად გაიყიდება. 

image.jpeg 

Bloomberg-მა ასევე განაცხადა, რომ Nintendo გეგმავს 2021 წელს გამოუშვას თავისი პორტატულ-სტაციონარული Switch-კონსოლის განახლებული ვერსია, რომელიც აღჭურვილი იქნება გაუმჯობესებული კომპონენტებითა და, შესაძლოა 4K ფორმატის მხარდაჭერით. პლატფორმის გამოშვებას თან ახლდება მთელი რიგი ახალი თამაშები, რაც გააძიერებს კონკურენციას და Sony-სა და Microsoft-ს გაურთულებს ამოცანას - გეიმერები თავიანთი ახალი სისტემებისკენ მოიზიდონ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.