Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Acer-მა წარადგინა თავის ხაზში პირველი მონიტორი HDMI 2.1-ის მხარდაჭერით. მოდელის სახელწოდებაა XV282K KV და იგი შევიდა NITRO XV2 გეიმინგ მონიტორების  სერიაში, რომელშიც უკვე მოცემულია ორი მოდელი. XV282K KV მონიტორში გამოყენებულია 28-დუიმიანი IPS-დისპლეი, რომელიც წარმოებულია Innolux-ის  (M280DCA AAS) მიერ. 

image.png 

 

როგორც Adaptive Sync და AMD FreeSync 48-144Hz დიაპაზონის მქონე მოწყობილობა, მოდელი გამოირჩევა თანამედროვე ინტერფეისებით - აქვს ერთი კონექტორი DisplayPort 1.4 Display Stream Compression 1.2 (DSC) ტექნოლოგიით, ასევე, ახალი სტანდარტის ორი HDMI 2.1 კონექტორი, რომლებიც გამოიყენება NVIDIA GeForce Ampere თაობის ახალ ვიდეო დაფებში და სამომავლოდ გამოყენებული იქნება AMD Radeon RDNA2-სა და მომდევნო თაობის გეიმინგ კონსოლებში. გარდა ამისა, მონიტორს აქვს 4 USB 3.0 პორტი, 2-ვატიანი ინტეგრირებული დინამიკები და აუდიოდრაივერი. 

image.jpegimage.jpegimage.jpeg  

სხვა უპირატესობებიდან შესაძლებელია აღინიშნოს WLED განათება, 90%-იანი DCI-P3 ფერთა გამა, მაქსიმალური სიკაშკაშე - 550 კდ/მ2, გაფართოებული დინამიური დიაპაზონის მხარდაჭერა VESA HDR600 სერტიფიკაციით. 

ამჟამად Acer XV282K KV მონიტორი გამოჩნდა პლატფორმა Taobao-ზე წინასწარი შეკვეთისთვის. მონიტორის ფასია დაახლოებით 1232 აშშ დოლარი. გაყიდვების დაწყება დაგეგმილია 2021 წლის იანვრიდან, მონიტორი მელ მსოფლიოში მოგვიანებით გახდება ხელმისაწვდომი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.