Jump to content

Recommended Posts

Posted

NVIDIA-ს დამფუძნებლის სურვილი ახალი პროდუქტებისა და ბინეს-გადაწყვეტილებების შექმნის შესახებ საიდუმლოს არ წარმოდგენს. გარკვეული დროის წინ გავრცელდა ცნობა, რომ კომპანია ემზადებოდა ARM-თან გარიგებისთვის. ამჟამად ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა: ყველა ფორმალობა უნდა შესრულდეს ანტიმონოპოლური კონტროლის პროცედურის დასრულებიდან 18 თვის შემდეგ. 

image.jpeg 

გარიგების თანხა 40 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, თუმცა ფულადი სახით NVIDIA გადაიხდის არაუმეტეს 12 მლრდ აშშ დოლარს, ამასთან 2 მლრდ აშშ დოლარი უნდა გადაეცეს გამყიდველს (SoftBank) გარიგების დასრულებისთანავე. პრინციპში, NVIDIA-ს ანგარიშზე გასული კვარტლის ბოლოს 11 მლრდ აშშ დოლარი დაგროვდა და სურვილის შემხვევაში კომპანია შეძლებს თავი აარიდოს ფულის სესხებას ARM-თან გარიგების შესრულების დაფინანსებისთვის. 

დანარჩენი 28 მლრდ აშშ დოლარი SoftBank-ს გადაეცემა NVIDIA-ს აქციების სახით. 21.5 მლრდ აშშ დოლარიანი ძირითადი პაკეტი იაპონურ კორპორაციას აქცევს NVIDIA-ს უმსხვილეს აქციონერად, თუმცა მისი წილი არ იქნება 10%-ზე მეტი. კიდევ 5 მლრდ აშშ დოლარს აქციების სახით იაპონური კორპორაცია მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ ARM-ის შემოსავალი მიაღწევს გარკვეულ მიზნობრივ ღირებულებებს. და ბოლოს, ARM-ის თანამშრომლებს შეხვდებათ NVIDIA-ს 1.5 მლრდ აშშ დოლარის ღირებულების აქციები  - სავარაუდოდ საუბარი ეხება ბრიტანული ჰოლდინგის ხელმძღვანელობას, რომელიც სამუშაოდ NVIDIA-ში გადავა. 

ARM-ბიზნესის ახალი მფლობელები პირობას დებენ, რომ დიდ ბრიტანეთში სამუშაო ადგილები შენარჩუნდება. უფრო მეტიც, კემბრიჯში შეიქმნება ახალი კვლევითი ცენტრი, სადც ARM და NVIDIA მოამზადებენ ახალ კადრებს და შეიმუშავებენ პროცესორის არქიტექტურებს. NVIDIA-ს დამფუძნებელმა პირობა დადო, რომ ARM-ის შემუშავებული პროდუქტების ლიცენზირების მოდელი შეინარჩუნებს მომხმარებლების მიმართ ღიაობისა დ ნეიტრალიტეტის პრინციპებს. თავად NVIDIA აპირებს ARM-ის გამოყენებას პირველ რიგში სერვერულ სეგმენტში. ARM-ის ბიზნესი - „ინტერნეტ-ნივთებისთვის“ ტექნოლოგიის შემუშავება გარიგების ფარგლებში არ მოხვდა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.