Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ევროპის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა, კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ მალე ცენტრალური ბანკი განაცხად გააკეთებს ევროზონის ციფრული ვალუტის შესახებ. 

პირველად ამგვარი ინიციატივის შესახებ განცხადება გაკეთდა რამდენიმე თვის წინ. ამჯერად კი ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა: 

„ევროპის კავშირმა ჯერ კიდევ ვერ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება - გამოუშვას ციფრული ევრო თუ არა. ისევე, როგორც მელი მსოფლიოს სხვა ბანკები, ჩვენ ვსწავლობთ უპირატესობებს, შესაძლებლობებს, რისკებსა და სირთულეებს, რომლებიც დაკავშირებულია ციფრული ვალუტის დანერგვასთან. 

მან აღნიშნა: 

უახლოეს დროში წარვადგენთ ჩვენი მუშაობის შედეგებს და საზოგადოებას მისი განსჯის საშუალებას მივცემთ“. 

როგორც ლაგარდმა აღნიშნა, ბევრი ცენტრალური ბანკი, მათ შრის ევროპის ცენტრალური ბანკი, მუშაობს ციფრული ვალუტების საკუთარ პროექტებზე. მან ხაზი გაუსვა, რომ ციფრული ევროს გამოშვების შემხვევაში მასზე წვდომა ევროპის ზონის ყველა მაცხოვრებელს ექნება. 

„ჩვენ გვაკისრია პასუხისმგებლობა - უზრუნველვყოთ, რომ ჩვენს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს არჩევანი და არ გამოირიცხონ საგადახდო ეკოსისტემიდან სხვების ცალმხრივი ქმედებების გამო“. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.