Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ეროვნულ ლაბორატორიაში გადაიღეს სატესტო ფოტოები ახალი ფოტოკამერის შემოწმების მიზნით. მიღებულ კადრს რეკორდული - 3200-მეგაპიქსელიანი გაფართოება აქვს. მაგალითად, თუკი ამ კამერით ციდან დედამიწის ზედაპირს გადაუღებთ ფოტოს, გოლფის ბურთის ზომის ობიექტს 24 კილომეტრის დაშორებიდან დაინახავთ. 

კამერა წარმოდგენს პროექტ Legacy Survey of Space and Time-ის (LSST) ნაწილს, რომელიც კოსმოსის კვლევას ეძღვნება. იგი განთავსდება ვერა რუბინის სახელობის ობსერვატორიის ახალ ტელესკოპზე, ჩილეში. პროექტის ამოცანა ამბიციურია: ამ კამერის მეშვეობით ასტრონომებმა უნდა დაიჭირონ სამყაროს შორული სივრცეებიდან არეკლილი სინათლე, რომელიც 100 მილიონჯერ მკრთალია, ვიდრე შეუიარაღებელი თვალით ხილული სინათლე. 

image.jpeg 

image.jpeg 

მსოფლიოში უდიდესი ფოტოსენსორით გადაღებული ბროკოლის ფოტო 

კამერის კონსტრუქციას საფუძვლად უდევს 189 მატრიცა, თითოეული მათგანის გაფართოება 16 მეგაპიქსელია. კამერის მუშაობა ხორციელდება კრიოსტატში  -101,1 °C-ზე გაციებისას, გადაღებული ასლების ანალიზისთვის კი სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენება. მიღებული ფოტოს მარტივად ნახვა შეუძებელია - ამისთვის საჭირო იქნება 4K ფორმატის 378 მონიტორი. 

image.jpeg 

მას შემდეგ, რაც ხსენებული ფოტოსესია წარმატებით ჩატარდა, მკვლევარების გუნდი იწყებს მთლიანი კამერის აწყობას. მის შემადგენლობაში იქნება ლინზების ნაკრები, სხვადასხვა ფილტრი, ჩამკეტი - მთლიანი კონსტრუქცია დაახლოებით ყველგანმავალი მანქანის ზომის იქნება. 2021 წლის შუა პერიოდში ჩატარდება ფინალური ტესტირებები, შემდეგ კი კამერა ობსერვატორიაში, ჩილეს უდაბნოში გაიგზავნება. 

ვიდეო იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/2RihEjN 

  • Upvote 2

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.