Jump to content

Recommended Posts

Posted

ბიჭებო ეს კვება სისტემას თუ ამუშავებს ვიდეოკარტის გარეშე, ანუ i7 2600 თუ მოერევა, უბრალო კვებაა კეისებს რო მოყვება

IMG-20200912-173040.jpg

Posted

კი, თუ კვება ჯანმრთელია

ვიდეოს გარეშე განა რა დატვირთვაზე უნდა იყოს ეგ სისტემა რომ 150 ვატს აცდეს ენერგომოხმარება, მაგდენს კი ეგ კვება ყველა ვარიანტში მოგცემს

  • Upvote 1
Posted

გაიხარე გოგლა.

კვება მუშა იყო, ტყუილა დებით არა მგონია რამე მოსვლოდა რავი :D

ძველი სისტემის გაყიდვა შეიძლება გადავიფიქრო და დავიტოვო მეორე კომპიუტერად...

Posted

ისე გაიაფდა ძველი სისტემები მართლა ჯობია დაიტოვო თუ მაგის ფული არაფერს გიწყვიტავს, გამოიყენებ რამეში

Posted

ხო რა, ჩემებს დავუდგავ და ექნებათ, მხეცივით კომპიუტერია, მონიტორი და პერიფერია კი მაქ ძველი და ეს მაზერ-პროცი-ოპერები თავის ვინჩესტერიანად უნდა გადავაგდო ერთი 500 ლარში, და ბარემ დავიტოვებ-თქო :)

  • 1 year later...
Posted

აღარ გავხსნი ახალ თემას და აქვე ვიკითხავ:

კარტას როცა აქ 2 x 8 პინიანი, როგორ ჯობია, ერთი კაბელით მიაერთო (ერთი 8 ანი რო გამოდის კვებიდან და ორი 8 ანი რო აქ ბოლოში), თუ ორი ცალცალკე კაბელი გამოიყვანო და ისე?

Posted

გააჩნია კარტას + კვებას

ისე მაინც ჯობია

1 hour ago, მშვილდოსანი said:

ორი ცალცალკე კაბელი

თუ რამოდენიმე რეილი აქვს კვებას, ერთ კაბელზე შეიძლება არ მიეწოდებოდეს საკმარისი ამპერაჟი რაც კარტას სჭირდება

ან თუ კარტა ნამეტანი ვამპირია, ერთი კაბელი შეიძლება გახურდეს

  • Thanks 1
Posted

გაიხარე გოგლა.

ნუ 1 რეილიანი, მარა მაინც უკეთესია ცალცალკე რა ე.ი.

Posted
9 hours ago, Gogla1990 said:

თუ რამოდენიმე რეილი აქვს კვებას, ერთ კაბელზე შეიძლება არ მიეწოდებოდეს საკმარისი ამპერაჟი რაც კარტას სჭირდება

 

თუ ტოპ კვება არაა, თავის დროზე აფერისტმა ვენდორებმა გაუფუჭეს სახელი მულტირეილს თორე სოსონიკებზე და ძველ ენერმაქსებზე იდეალურად მუშაობდა

პ.ს ჩემი ბაღანეის 620 ვატიან სისონიკს სულ ერთი კაბელი აქ 2 ცალი 8 პინიანით მარა ეგ კვება დატესტილგადატესტილი ყველა მცოდნე თუ არამცოდნეს მიერ და იდეალურად მუშაობს, დაჟე სტაბილიზაცია ჯგუფული აქ მარა ნებისმიერ დატვირთვაზე ვოლტაჟებს იდეალურად ინარჩუნებს ბევრი dc/dc შეედაროს

მარა იყვნენ ეგეთი დურაკები როგორიცაა მაგალითად ocz და მიასნაირები 

Posted
1 minute ago, david_888 said:

თუ ტოპ კვება არაა

არის ტოპ კვებებიც 5-6 რეილით თითოზე 17-18 ამპერით და არაა სასურველი 250+ ვატიანი კარტა 1 კაბელზე ჩამოიკიდოს

Posted
1 minute ago, Gogla1990 said:

არის ტოპ კვებებიც 5-6 რეილით თითოზე 17-18 ამპერით და არაა სასურველი 250+ ვატიანი კარტა 1 კაბელზე ჩამოიკიდოს

ეგ აღარაა ტოპი მაგდენი თუ არ გათვალეს, ერთ რეილზე 18 ამპერზე მეტს თუ ვერ ატარებს შესაბამისად კონექტორიც ერტი უნდა ქონდეს

Posted

ძველი ენერმაქსებია ეგეთი მაგალითად, კი, ძველია, მაგრამ თავის დროზე ტოპი იყო და არ უფიქრიათ 2020 წელს თუ 350-400 ვატიან კარტებს გამოუშვებდნენ :D 

Posted

რო გადავუხვიოთ ბიოსი ვერ დავფლეშე 5600xt-ზე -f option not supported in external version of the tool ამას მიწერს და ხო არ გეგულება წამალი?

მერე კი მოვსინჯავ დოსიდანაც მარა ჯერ ამ ტურორიალით ვცდილობდი და არ გამომივიდა

https://www.gamersnexus.net/guides/3550-guide-how-to-flash-amd-gpu-vbios-rx-5600-xt

პირდაპირ amdvbflash-ით არ შვება

მაინინგ ბიოსია სხვა კარტის ჩაწერილი და თავისი ბიოსებს ვერ აღიქვავს

Posted

თავის ფიოსს წერ თუ სხვისას ტენი? :D 

თუ თავისას წერ, არ გინდა არც დოსიდან და არც კომანდიდან, ამ პროგრამითვე განაახლებ მარტივად

https://www.techpowerup.com/download/ati-atiflash/

Posted
Just now, Gogla1990 said:

თავის ფიოსს წერ თუ სხვისას ტენი? :D 

თუ თავისას წერ, არ გინდა არც დოსიდან და არც კომანდიდან, ამ პროგრამითვე განაახლებ მარტივად

https://www.techpowerup.com/download/ati-atiflash/

ეგრე მარტივად რო იყოს საქმე შენ ხო არ შეგაწუხებდი )))

Posted

პ.ს
კარგი გიქნია ეგ რომ იყიდე, ათას მაინერზე გადამხტარ საუკუნის 580-ს ორჯერ ჯობია :) 

Posted
3 minutes ago, Gogla1990 said:

პ.ს
კარგი გიქნია ეგ რომ იყიდე, ათას მაინერზე გადამხტარ საუკუნის 580-ს ორჯერ ჯობია :) 

კიი და ვაფშე კაი კარტაა, ჩუმი ზომიერად გრილი და საკმაოდ წამრადი

მეორე ბიოსზე კი თავისი პრაშივკა და ყველაფერი კარგად მუშაობს მარა პირველზეც მინდა რო დავაბრუნო

იდეაში პირველია საილენტ ვარიანტი

პ.ს rx570-დან ძაან დიდი აფგრეიდია

Posted

ატიფლეშის სხვა ვერსია გამოიყენე

სახელის ცვლილებაც სინჯე და .exe-ს გარეშეც

მე მქონდა ადრე მსგავსი პრობლემა და მსგავსი მაქინაციებით გაეშვა :D 

Posted
4 minutes ago, Gogla1990 said:

ატიფლეშის სხვა ვერსია გამოიყენე

სახელის ცვლილებაც სინჯე და .exe-ს გარეშეც

მე მქონდა ადრე მსგავსი პრობლემა და მსგავსი მაქინაციებით გაეშვა :D 

ძველი ვერსია უნდა მოვსინჯო, -f ზე მეუბნება უარს

-f option not supported in external version of the tool

Posted

@Gogla1990 დოსიდან მივფლეშე, ეხლა ბოლომდე გასტოკებულია silent bios-იც აყენია და oc bios

პირველ ბიოსზე ვაფშე სხვა კარტის იყო დაფლეშილი gpu-z მიჩვენებდა ვენდორად msi-ს sapphire-ის მაგივრად )))

Posted

მომილოცავს ახალი კარტა :) 

  • Thanks 1
Posted
Just now, Gogla1990 said:

მომილოცავს ახალი კარტა :) 

danke

Posted

ბარემ აქვე მაინტერესებს თქვენი რჩევა:

პოვერ კორდი (ჩვენებური) წესიერი როგორ უნდა შეარჩიოს კაცმა ესე 1500 ვატიანი კვებისთვის? ან ადაპტერით ხო არ ჯობია ამერიკულიდან ევროპულზე როა ადაპტერები და თავისი კაბელი დაუტოვო? ისეთი რო არ გახურდეს და თავისუფლად ეყოს მაგ სიმძლავრის კვებას. წავიკითხე AWG რაც ნაკლებია უფრო სქელია და ჯობიაო, მარა 14 AWG ზე ნაკლები ვერ გავჩითე ამაზონზე.

Posted
2 minutes ago, მშვილდოსანი said:

თავისუფლად ეყოს მაგ სიმძლავრის კვებას

რა სიმძლავრით დატვირთავ კვებას ეგაა მთავარი, თუ 500 ვატი ექნება დატვირთვა, 1500 ვატიანი კვება იქნება თუ 500 ვატიანი, კაბელი ერთი და იგივე დასჭირდება

  • Upvote 1
Posted
1 minute ago, Gogla1990 said:

რა სიმძლავრით დატვირთავ კვებას ეგაა მთავარი, თუ 500 ვატი ექნება დატვირთვა, 1500 ვატიანი კვება იქნება თუ 500 ვატიანი, კაბელი ერთი და იგივე დასჭირდება

კი, მარა რო დაიტვირთოს ჩავთვალოთ, იმ შემთხვევაში მაინტერესებს :)

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.