Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

ფინანსურმა კორპორაცია Mastercard-მა წარადგინა ვირტუალური სივრცე ცენტრალური ბანკების ციფრული ვალუტების ტესტირებისთვის. 

პროექტი წარმოადგენს კონტროლირებად სივცეს, რომელშიც ბანკები შეძლებენ ეროვნული ციფრული ვალუტების გამოშვების მოდელირებას. შედეგად ხელმისაწვდომი იქნება მათი თავსებადობის შეფასება ამჟამად მოქმედ საგადახდო სისტემასთან, ასევე CBDC-ის გამოყენების პრაქტიკულობის შეფასება. 

ეს ახალი პლატფორმა მხარს უჭერს ცენტრალურ ბანკებს ადგილობრივი და რეგიონული ეკონომიკის განვითარების გადაწყვეტილებების მიღებაში” - განაცხადა Mastercard-ის ციფრული აქტივებისა და ბლოკჩეინ-პროდუქტების ვიცე-პრეზიდენტმა. 

Mastercard-ს არ დაუკონკრეტებია რომელი პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენება პროექტში. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მასში ართულია განაწილებული რეესტრის ტექნოლოგია. 

დრე ინტიტუტ dGen-ის დამოუკიდებელმა ანალიტიკოსებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ათი წლის განმავლობაში დაახლოებით 3-5 ქვეყანა მთლიანად უარს იტყვის ფიატზე ეროვნული ციფრული ვალუტის სასარგებლოდ. ანგარიშის ავტორებს ზუსტი მტკიცებულებები არ მოჰყავთ, თუმცა მიანიშნებენ ჩინეთსა და ბაჰამის კუნძულებზე. 

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მონაცემებით, 2019 წლის დასაწყისში ცენტრალური ბანკების 70% დაკავებული იყო CBDC სფეროში კვლევებით. ამგვარი ინტერესი აიხსნება გაძლიერებული კონკურენციია და ფინანსური ჩართულობით, აგრეთვე ფისკალური პოლიტიკის ინსტრუმენტების გაფართოებით. 

შეგახსენებთ, ბრაზილიის ცენტრალურმა ბანკმა დაიწყო PIX-მყისიერი გადახდების შემუშავება და დისტანციური სერვისების ინტეგრირება ღია ბანკინგის პროექტის ფარგლებში. მომდევნო ნაბიჯი უნდა იყოს ციფრული რეალის გამოშვება 2022 წლის ბოლოს. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.