Magdalena Posted September 11, 2020 Posted September 11, 2020 CoinMarketCap-მა საკუთარ ვებ-გვერდზე წარადგინა ახალი განყოფილება სახელად Alexandria, რომელშიც თავმოყრილი იქნება კრიპტოვალუტების შესწავლისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ინფორმაცია. განყოფილებას სახელწოდება მიენიჭა ალექსანდრიის ბიბლიოთეკის პატივსაცემად, რომელიც თავის დროზე უდიდესი იყო. CMC Alexandria-ზე შეკრებილი იქნება კრიპტოვალუტების შესახებ სხვადასხვა სახის მაქსიმალური მოცულობის ინფორმაცია. გარდა ამისა, სერვისი გეგმავს სიღრმისეული სასწავლო მასალების გამოშვებას, სახელად Tech Deep Dives. კომპანიის ბლოგში ხაზგასმულია, რომ სასწავლი მასალები შეიქმნა იმგვარად, რათა დაინტერესებული პირები არ გადაიტვირთონ ზედმეტი დეტალებით. სტატიები დაწერილია ადვილად გასაგები ენით და თან ახლავს ილუსტრაციები ამა თუ იმ საგნის უკეთ აღქმის მიზნით. „პლატფორმა CMC Alexandria-ზე მიიღებთ მცირე, ადვილად გათავისებადი ინფორმაციის ფრაგმენტებს, რომელთაც სწრაფად წაიკითხავთ, გაიგებთ და გადახვალთ შემდეგზე. კრიპტოვალუტების ინდუსტრია სწრაფად იცვლება და ფეხი უნდა ავუწყოთ“ - აღნიშნულია სტატიაში. ცოტა ხნის წინ CoinMarketCap-მა აამოქმედა სხვა სასწავლო პლატფორმაც - Earn. განსხვავება ის არის, რომ Alexandria გახლავთ საყოველთაო საგანმანათლებლო პორტალი, რომელზეც შესაძლებელია კრიპტო ინდუსტრიის შესახებ ინფორმაციის მოძიება. პროგრამა Earn კი ასწავლის კონკრეტულ პროექტს და სტუდენტები იღებენ მცირე ჯილდოს პროექტის ტოკენების სახით. https://bit.ly/3391Kxr
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now