Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

სამხრეთ კალიფორიის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდმა შექმნა პატარა რობოტი, რომელიც მეთანოლზე მუშაობს. რობოტი, სახელად RoBeetle, გრამის მეათედზე ნაკლებს იწონის და არ სჭირდება კვების არანაირი გარე წყარო. მეცნიერთა თქმით, თანამედროვე ბატარეების ენერგეტიკული სიმკვრივე იმდენად დაბალია, რომ ამ ფაქტმა აიძულა ეძებათ ენერგიის ახალი წყაროები. მათ შეძლეს RoBeetle ყოფილიყო ასეთი მსუბუქი და კომპაქტური სწორედ იმის შედეგად, რომ უარი თქვეს ბატარეების გამოყენებაზე. 

რობოტის შიგნით მიმდინარეობს შემდეგი პროცესი: მეთანოლის ორთქლი იწვება და ნიკელ-ტიტანის შენადობისგან დამზადებულ პატარა სადენებს - რობოტის ხელოვნურ კუნთებს - აიძულებს გაფართოვდნენ და გაგრილების შემდეგ შეიკუმშონ. სწორედ ეს პროცესი უზრუნველყოფს რობოტის გადაადგილებას. ამასთან, მიუხედავად მეტად მცირე გაბარიტებისა, RoBeetle ნამდვილი გამწევი ძალაა: მას შეუძია გადაიტანოს საკუთარ წონაზე 2.6-ჯერ მეტი სიმძიმის ტვირთი. გარდა ამისა, მას შეუძლია თან ატაროს დამატებითი ავზი 95 მგ სპირტით, რის შედეგად შეძლებს ორი საათის განმავლობაში უწყვეტად გადაადგილებას. 

მეცნიერთა გუნდი ამჟამად ეძებს მეთოდებს რობოხოჭოს მუშაობის მეტად გახანგრძლივებისთვის, ასევე მათ სურთ რომ რობოტს ფრენა ასწავლონ. ამისთვის მათ უკვე მიიღეს გრანტი DARPA-სგან. მეცნიერთა განცხადებით, მათ სურთ შექმნან ხოჭოს ზომის პირველი სრულად ავტონომიური მფრინავი რობოტი. 

ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://bit.ly/3icRo61 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.