Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია MSI-მ დააანონსა ახალი თაობის პორტატული კომპიუტერები Alpha 15 და Alpha 17, რომლებიც გათვლილია გეიმინგის მოყვარულებზე. მოწყობილობებს საფუძვლად უდევთ AMD-ის პლატფორმა. 

image.jpeg 

ლეპტოპებს აქვთ 15.6- და 17.3-დუიმიანი დისპლეები, შესაბამისად. გამოყენებულია Full HD ფორმატის პანელი 1920 × 1080 პიქსელი გაფართოებით. კადრის განახლების სიხშირეა 144 ჰერცი და აქვს AMD FreeSync Premium ტექნოლოგიის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

მაქსიმალურ კონფიგურაციაში გამოყენებულია პროცესორი Ryzen 7 4800H, რომელიც შეიცავს რვა ბირთვს ინსტრუქციის ერთდროულად 16 ნაკადის დამუშავების შესაძლებლობით. ნომინალური ტაქტის სიხშირე შეადგენს 2.9 გჰც-ს, მაქსიმალური - 4.2 გჰც-ს. 

image.jpeg 

DDR4-3200 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 64 გბ-ს. შესაძლებელია ორი М.2 NVMe PCIe Gen3 SSD-ის დაყენება. აღჭურვილობა მოიცავს ქსელურ ადაპტერ Gigabit Ethernet-ს, Wi-Fi 6 (802.11ax) კონტროლერს, 2 ვატი სიმძლავრის სტერეოფონურ დინამიკებს, გეიმინგ კლავიატურა SteelSeries-ს. 

image.jpeg 

გრაფიკული ქვესისტემის შემადგენლობაში შედის ამაჩქარებელი Radeon RX 5600M 6 გბ GDDR6 მეხსიერებით. გათვალისწინებულია ინტერფეისები Mini DisplayPort 1.2 და HDMI. 

პროგრამული პლატფორმის სახით გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 10 Home. ლეპტოპების საორიენტაციო ფასი ჯერჯერობით უცნობია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.