Magdalena Posted September 9, 2020 Posted September 9, 2020 კომპანია MSI-მ დააანონსა ახალი თაობის პორტატული კომპიუტერები Alpha 15 და Alpha 17, რომლებიც გათვლილია გეიმინგის მოყვარულებზე. მოწყობილობებს საფუძვლად უდევთ AMD-ის პლატფორმა. ლეპტოპებს აქვთ 15.6- და 17.3-დუიმიანი დისპლეები, შესაბამისად. გამოყენებულია Full HD ფორმატის პანელი 1920 × 1080 პიქსელი გაფართოებით. კადრის განახლების სიხშირეა 144 ჰერცი და აქვს AMD FreeSync Premium ტექნოლოგიის მხარდაჭერა. მაქსიმალურ კონფიგურაციაში გამოყენებულია პროცესორი Ryzen 7 4800H, რომელიც შეიცავს რვა ბირთვს ინსტრუქციის ერთდროულად 16 ნაკადის დამუშავების შესაძლებლობით. ნომინალური ტაქტის სიხშირე შეადგენს 2.9 გჰც-ს, მაქსიმალური - 4.2 გჰც-ს. DDR4-3200 ტიპის ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 64 გბ-ს. შესაძლებელია ორი М.2 NVMe PCIe Gen3 SSD-ის დაყენება. აღჭურვილობა მოიცავს ქსელურ ადაპტერ Gigabit Ethernet-ს, Wi-Fi 6 (802.11ax) კონტროლერს, 2 ვატი სიმძლავრის სტერეოფონურ დინამიკებს, გეიმინგ კლავიატურა SteelSeries-ს. გრაფიკული ქვესისტემის შემადგენლობაში შედის ამაჩქარებელი Radeon RX 5600M 6 გბ GDDR6 მეხსიერებით. გათვალისწინებულია ინტერფეისები Mini DisplayPort 1.2 და HDMI. პროგრამული პლატფორმის სახით გამოყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 10 Home. ლეპტოპების საორიენტაციო ფასი ჯერჯერობით უცნობია. https://bit.ly/2F7a7BJ Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.