Jump to content

Recommended Posts

Posted

Bitcoin-ბირჟა Binance-მა განაცხადა, რომ უშვებს ახალ პროდუქტს, რომელიც ახალი ტოკენების  BNB, BUSD და სხვა მონეტების დაგროვების საშუალებას იძლევა. Launchpool-ზე პირველი პროექტი იქნება Bella Protocol (BEL). 

image.png 

BNB-ს, BUSD-ის ან ARPA განთავსდება სამ ინდივიდუალურ პულზე BEL-ის მოპოვების მიზნით. 16 სექტემბერს Binance გახსნის ვაჭრობას ტოკენების წყვილით BTC, BNB, BUSD და USDT. 

Launchpool-ზე სტეიკინგის ჯილდოდ გამოიყოფა 5 000 000 BEL - საერთო ემისიის 5%. 

პულებზე ჯილდოს მოცულობა შემდეგნაირად განაწილდება: 

  • BNB - 4 500 000 BEL (90%); 

  • BUSD - 450 000 BEL (9%); 

  • ARPA - 50 000 BEL (1%). 

სტეიკინგისთვის აუცილებელი არ არის KYC პროცედურის გავლა, დეპოზიტის ლიმიტი არ არსებობს - აღნიშნავს Binance. 

მომხმარებლები თავიანთი აქტივების გატანას Launchpool-იდან შეძლებენ ნებისმიერ დროს „დაყოვნების გარეშე“, ნათქვამია განცხადებაში. 

Bella Protocolშეიქმნა პროექტ ARPA-ს მიერ. იგი გვევლინება, როგორც აგრეგირებული სამომხმარებლო ინტერფეისი მოქმედი DeFi-პროტოკოლებისთვის. აგვისტოში Bella Protocol-მა მოიზიდა ჯამში 4 მილიონ 500 ათასი აშშ დოლარი კერძო ტოკენის ემისიის 6%-იანი ტოკენსეილის ფარგლებში. BEL-ის გასაყიდმა ფასმა შეადგინა 0,75 აშშ დოლარი ერთ მონეტაზე. 

ადრე პლატფორმა Binance Chain-მა აამოქმედა ახალი ქსელი Binance Smart Chain, რომელიც საშუალებას იძლევა შეიქმნას სმარტ-კონტრაქტები და გამომუშავდეს BNB ტოკენი სტეიკინგზე. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.