Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

კომპანია Logitech-ის გეიმინგ ქვეგანყოფილება Logitech G-მ აამოქმედა კიბერსპორტსმენების მომზადების პროგრამა  Playmaster.  პროგრამა შეიქმნა პროფესიონალურ კიბერსპორტულ ასოციაციებთან თანამშრომლობით და მას, კომპანიის მტკიცებით, „სამეცნიერო ფუნდამენტი გააჩნია“. პირველი თამაში, რომელიც Playmaster-ის სამიზნეში მოხვდა, გახლავთ უკვდავი Counter-Strike: Global Offensive. 

Logitech G-ის პროგრამა ნებისმიერ მსურველს სთავაზობს გაიაროს საბაზისო 30-წუთიანი ტესტი სპეციალურად მომზადებულ დაფებსა და დონეებზე, რათა შეფასდეს გეიმერის უნარები. ტესტირების ბოლოს Playmaster-ი მონაწილეს ვიზუალურად წარუდგენს შედეგს სხვა გეიმერებისა და პროფესიონალი კიბერსპორტსმენების მონაცემებთან შედარებით. ამის შემდეგ ხელოვნური ინტელექტი შეადგენს გეიმერისთვის წვრთნის ინდივიდუალურ პროგრამას, რომელიც ამოქაჩავს მის სუსტ უნარებს და გააუმჯობესებს ძლიერ მხარეს. ხელმისაწვდომ ფოტოებზე ვხედავთ, რომ Counter-Strike: Global Offensive-ის შემთხვევაში სისტემა Playmaster გეიმერებს 8 პარამეტრის მიხედვით აფასებს, რომელთა შორისაა სროლა, რეაქციის სიჩქარე, გადაადგილება, ხელით სროლა და ა.შ. 

image.png 

Logitech G-ს განცხადებით, Playmaster-ის პერსონალურ წვრთნებს შეუძლია გააუმჯობესოს ნებისმიერი დონის გეიმერის უნარები და ეს უკვე დამტკიცებულია. ამჟამად პროგრამაში მონაწილეობა უფასოა, სამომავლოდ Playmaster-ს დაემატება სხვა თამაშებიც. მოახდენს თუ არა Logitech თავისი პროგრამის მონეტიზებას, ამას დრო გვიჩვენებს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.