Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია MSI-მ დააანონსა დესკტოპ კომპიუტერი MEG Aegis Ti5 - როგორც ცნობილია, ეს არის მსოფლიოში პირველი გეიმინგ სისტემა, რომლის შემადგენლობაში შედის უახლესი მაღალი წარმადობის გრაფიკა NVIDIA Ampere. 

image.jpeg 

დესკტოპი წარმოდგენილია მიმზიდველი დიზაინითა და ფერადი განათებით. ფრონტალურ ნაწილზე მოცემულია სპეციალური გადამრთველი სამუშაო რეჟიმის სწრაფი არჩევისთვის წარმადობის სხვადასხვა პარამეტრით. 

კომპიუტერში განთავსებულია პროცესორი Intel Core i9-10900K, რომელიც შეიცავს 10 ბირთვს და შეუძლია ერთდროულად ინსტრუქციის 20 ნაკადის დამუშავება. ნომინალური ტაქტის სიხშირე შეადგენს 3,7 გჰც-ს, ტურბო-სიხშირე - 5.3 გჰც-ს. 

image.jpeg 

მაქსიმალური კონფიგურაცია მოიცავს 128 გბ DDR4 ოპერატიულ მეხსიერებასა და გრაფიკულ ამაჩქარებელს MSI GeForce RTX 3080. შესაძებელია განავსდეს სამი M.2 2280 SSD, ორი 2.5-დუიმიანი  და ერთი 3.5-დუიმიანი სანახი სივრცის მოდულები. 

ხელმისაწვდომია Wi-Fi 6 AX201 და Bluetooth 5.1 უსადენო კავშირების ადაპტერები, აგრეთვე ქსელური კონტროლერები 2.5G LAN (Intel WGI225V) და 1G LAN (Intel WGI219V). 80 Plus Gold სერტიფიკაციის კვების ბლოკი 750 ვატიანია. 

image.jpeg 

დეკსტოპ კომპიუტერს გააჩნია გაგრილების საფირმო მაღალეფექტიანი სისტემა Silent Storm Cooling 4. ხელმისაწვდომია ინტერფეისები - USB 3.2 Gen2 Type C, USB 3.2 Gen1 Type A, HDMI 1.4, Thunderbolt 3 და ა.შ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.