Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Tesla-მ დაიწყო თავის ელექტრომობილების ავტოპილოტირების სისტემისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის ახალი ვერსიის გავრცელება. განახლება  2020.36 უზრუნველყოფს მთელ რიგ სასარგებლო ფუნქციებს. 

image.jpeg 

კერძდ, რეალიზებულია სიქარის შეზღუდვის კონტროლის ახალი რეჟიმი. ამ დრომდე Tesla-ს ელექტრომობილები მძღოლებს ინფორმაციას აწვდიდნენ დაშვებული სიჩქარის შესახებ, რისთვისაც ეყრდნობოდნენ სანავიგაციო სისტემისა და ხელმისაწვდომი აგზაო რუკის მონაცემებს. ახალი სისტემა იყენებს ავტომობილის ბორტის კამერებს, რათა წაიკიხოს საგზაო ნიშნებზე მითითებული ინფორმაცია სიჩქარის შესახებ. შედეგად მღოლს ხელთ ექნება უფრო მეტად აქტუალური ინფორმაცია. 

image.jpeg 

გარდა ამისა, დაემატა Green Traffic Light Chime ფუნქცია. იგი ხმოვანი სიგნალის მეშვეობით შეუქნიშანთან გაერებულ მძღოლს ატყობინებს, რომ მწვანე შუქი აინთო. 

პროგრამული უზრუნველყოფის განახლება ეტაპობრივად ხელმისაწვდომი გახდება Tesla-ს ელექტრომობილის ყველა მფლობელისთვის. 

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Tesla-მ განახორციელა 80 050 ერთეული Model 3-ისა და Model Y ქროსოვერის მიწოდება, აგრეთვე მიწოდებულ იქნა 10 600 ეგზამპლარი გაცილებით ძვირადღირებული Model S და Model X. ამგვარმა შედეგებმა უოლ-სტრიტის ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა, რომლებიც პროგნოზირებდნენ, რომ კომპანია შეძლებდა კვარტალში მხოლოდ 71 ათასი ელექტრომობილის წარმოებას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.