Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია MSI გავიდა კომპიუტერული კვების ბლოკების ბაზარზე და დააანონსა MPG GF სერიის მოწყობილობები, რომლებიც განკუთვნილია გეიმინგ დონის დესკტოპ სისტემებში გამოყენებისთვის. 

image.jpeg 

სერიაში შევიდა სამი მოდელი - A650GF, A750GF და A850GF, რომელ სიმძლავრე შეადგენს 650, 750 და 850 ვატს, შესაბამისად. საუბარია 80 PLUS Gold სპეციფიკაციაზე, რაც მიუთითებს მაღალ ენერგოეფექტურობაზე. 

კომპანია MSI-მ მოწყობილობები აღჭურვა ბრტყელი სადენების სრულიად მოდულური სისტემით, რაც საშუალებას იძლევა კომპიუტერის შიდა სივრცეს მიეცეს უფრო მოწესრიგებული იერსახე და თავიდან იქნას აცილებული არასაჭირო დაკავაშირებები. 

კონსტრუქციაში გამოყენებულია მაღალი ხარისხის იაპონური კონდენსატორები 105 °C ტემპერატურული რეჟიმებით, რაც საშუალებას იძლევა ამაღლდეს საიმედოობის დონე და გახანგრძლივდეს ექსპლუატაციის ვადა. 

image.jpeg 

უსაფრთხოებას უზრუნველყოფს შემდეგი სისტემები: OVP (დაცვა ძაბვის გადამეტებისგან), OPP (დაცვა სიმძლავრის გადამეტებისგან), OCP (დაცვა ზედმეტი დატვირთვისგან), OTP (ტემერატურის გადაჭარბებისგან დაცვა), UVP (ძაბვის ვარდნისგან დაცვა) და SCP (მოკლე ართვისგან დაცვა). 

MSI MPG GF კვების ბლოკები წარმოდგენილია 10-წლიანი გარანტიით. მათი საორიენტაციო ფასი ამჟამად სამწუხაროდ უცნობია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.