Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია ASUS-მა დააანონსა მონიტორი პროფესიონალი გეიმერებისთვის - ROG Swift PG259QN - როგორც კომპანია ამტკიცებს, ეს გახლავთ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი პანელი კიბერსპორტისთვის: მისი კადრის განახლების სიხშირე აწევს 360 ჰერცს. 

image.jpeg 

მოწყობილობას საფუძვლად უდევს Fast IPS მატრიცა, რომლის რეაქციის დრო 1 მილიწამია. ეკრანის გაფართოება შეადგენს 1920 × 1080 პიქსელს (Full HD ფორმატი), სიკაშკაშე - 400 კდ/2, კონტრასტულობა - 1000:1. ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 178 გრადუსია. 

მონიტორს აქვს HDR10-ის მხარდაჭერა. NVIDIA G-Sync ტექნოლოგია პასუხისმგებელია გეიმინგ-პროცესის უწყვეტ, სინქრონულ მუშაობაზე, ULMB (Ultra-Low Motion Blur) სისტემა კი უზრუნველყოფს მოძრაობის დროს კადრის დამახინჯების შემცირებას. 

image.jpeg 

ASUS GamePlus კომპლექტი მოიცავს ხუთ მოსახერხებელ ინსტრუმენტს კიბერსპორტსმენებისთვის: წამმზომი, სამიზნის მონიშვნა, ტაიმერი, კადრების მრიცხველი და რამდენიმე დისპლეისგან შემდგარ კონფიგურაციაში გამოსახულების გათანაბრების საშუალება. 

უკანა მხარეს გათვალისწინებულია მრავალფერი სინქრონიზებადი განათება ASUS Aura Sync. სადგამი მრავალგვარი განთავსების საშუალებას იძლევა: შესაძლებელია დახრის კუთხის შეცვლა და ეკრანის მობრუნება, სიმაღლის რეგულირება, აგრეთვე პანელის გადაყვანა ალბომის რეჟიმიდან პორტრეტის ორიენტაციაში. 

image.jpeg 

ხელმისაწვდომია ინტერფეისები: HDMI 2.0 და DisplayPort 1.4, 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი, ორი USB 3.0 პორტი. სისტემები Flicker-free და Low Blue Light ხელს უწყობს თვალებზე დატვირთვის შემცირებას და აღმოფხვრის ზოგად დაღლილობას. 

 

Posted

ეგ 3080ti-3090 გამოუშვეს უფრო მგონი, რახან 200ფპს+ მარტო მაგ კარტებს შეეძლებათ გაანვითარონ 1080p ყველა იგრებში თუ არა ზოგიერთებში მაინც, თუმცა რაღაც ეფექტი ისედაც აქვს მითუმეტეს 144-ან 360-ზე როცა გადადიხარ ეგრევე, 80-100ფპს გეიმინგს ვგულისხმობ, მანდ მატრიცის სისწრაფეც ძალზე მაღალი ექნება GTG რესპონსზე შეიძლება რეალური 1-2მს ქონდეს, ვნახოთ აბა მიმოხილებში გამოჩნდება ეგ

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.