Magdalena Posted August 26, 2020 Posted August 26, 2020 გამომცემლობა The Straits Times-ის ინფორმაციით Apple-მა დაადასტურა, რომ ააგებს თავის პირველ მაღაზიას წყალზე სინგაპურში. თაღის ფორმის პავილიონი განთავსდება კურორტ Marina Bay Sands-თან ახლოს. მაღაზიის გახსნის თარიღი ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. „ეს იქნება ადგილი, სადაც შეძლებთ გამოიკვლიოთ, იურთიერთოთ და შექმნათ რაიმე ახალი“ - ნათქვამია Apple-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მოცემულ რეკლამაში. ცნობილია, რომ Apple-ის მაღაზია ჩაანაცვლებს ნამსხვრევის ფორმის ბროლის პავილიონს, რომელშიც ოდესღაც განთავსებული იყო ღამის კლუბი Avalon. კომპანიამ დაამონტაჟა მინის პანელები ფასადზე, რომლებზეც დღის პერიოდში აისახება ჰორიზონტის ხაზი, მზის ჩასვლის შემდეგ კი - სინგაპურის ღამის განათება. „კონსტრუქციის ფორმა სრულიად ახლებული იქნება“ - ნათქვამია მაღაზიის ვებ-გვერდზე და მითითებულია, რომ პავილიონზე თაღის ზედა ნაწილში წარმოდგენილი იქნება მრგვალი ფანჯარა. ორიგინალი „ბროლის პავილიონის“ მსგავსად ახალი შენობა წყალქვეშა გვირაბებით დაუკავშირდება უახლოეს სავაჭრო ცენტრს. ეფექტური დიზაინის შენობა იქნება Apple-ის რიგით მესამე მაღაზია სინგაპურში. კომპანიამ პირველი მაღაზია გახსნა სავაჭრო ცენტრ Knightsbridge-ში 2017 წელს, მეორე კი - Jewel Changi აეროპორტში 2019 წლის ივლისში. საცალო მაღაზიის გახსნა ამ დროს, როდესაც კომპანიების უმეტესობა ჯერ კიდევ ვერ გრძნობს თავს კარგად კორონავირუსის პანდემიის გავლენით, შეგვიძლია თვით Apple-ისთვისაც კი მეტად თამამ ნაბიჯად ჩავთვალოთ. მაგალითად, Microsoft-მა განაცხადა, რომ დახურავს ფიზიკურ მაღაზიებს და პროფილს შეუცვლის ლონდონში, ნიუ-იორკში, სიდნეისა და რედმონდში მდებარე მაღაზიებს. https://bit.ly/32pcTd8
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now