Magdalena Posted August 25, 2020 Posted August 25, 2020 კომპანია Arcane Research ამტკიცებს, რომ კრიპტოვალუტებისადმი ინტერესმა მაქსიმუმს 2018 წლის იანვარში მიაღწია. Google Trends-ის მონაცემთა საფუძველზე გაკეთებულ ანგარიშში კრიპტოანალიტიკურმა კომპანიამ აღნიშნა „buy crypto“ მოთხოვნების სწრაფი ზრდა. ანალიტიკოსების აზრით, ეს ფაქტი შესაძლოა მოწმობდეს ბაზარზე ახალი ტრეიდერებისა და ინვესტორების შემოსვლას. ამასთან, Altcoin-ებს აქვთ სწრაფად მზარდი აქტივების რეპუტაცია და სარგებლობენ უფრო მეტი პოპულარობით, ვიდრე პირველი კრიპტოვალუტა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს „Altcoin-ების სეზონის“ დასაწყისზე. გასულ თვეში მსგავსი პროგნოზი გააკეთეს ტრეიდინგის ვეტერანმა და კრიპტოანალიტიკოსმა პიტერ ბრანდმა და Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ. პარალელურად, „Bitcoin“-ის საძიებო მოთხოვნების რაოდენობა მცირდება ისევე, როგორც Bitcoin-ის წილი კრიპტოვალუტების ბაზარზე. გასული წლის სექტემბერში BTC-ის წილი შეადგენდა 69.9 %-ს, Coinmarketcap-ის მონაცემებით ამჟამად ფლაგმანური კრიპტოვალუტის წილია 59.2 %. https://bit.ly/3j77ONq
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now