Jump to content

Recommended Posts

Posted

გარკვეული დროის წინ გავრცელდა ინფორმაცია კვების ახალ კონექტორზე, რომელიც გამოყენებული იქნება NVIDIA Ampere-ს ფლაგმანურ ვიდეო დაფებში. ახალი კონექტორი იყო 12-პინიანი და 600 ვატამდე ენერგიის გადაცემის საშუალებას იძლეოდა. კონტაქტები განთავსდება ორ რიგად, კონექტორის ზომაა 19x8,35 მმ 

იმ დროს ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ამ სიახლეს, თუმცა მოგვიანებით რამდენიმე ტექნკურმა ბლოგერმა დაადასტურა, რომ კვების ახალი კონექტორის გამოჩენა რეალურია. თუმცა, დიდი ალბათობით, იგი გამოყენებული იქნება ვიდეო დაფების მხოლოდ სპეციალიზებულ ვერსიებსა და, შესაძლოა, NVIDIA-ს ეტალონურ დაფებში. კომპანიის პარტნიორი გარე მწარმოებლები დიდი ალბათობით უარს იტყვიან ამგვარ სიახლეზე და თავიანთ ვიდეო დაფებს აღჭურვავენ ჩვეული 6- და 8-პინიანი კონექტორებით. ამ ფაქტის ხილვა შესაძლებელია RTX 3090/3080 დაფის ახლახანს გამოქვეყნებულ ფოტოზე, სადაც ჩანს, რომ ვიდეო დაფას აქვს სამი 8-პინიანი კვების კონექტორი. 

უახლესი ფოტოების თანახმად NVIDIA-ს ახალი დაფა სამსლოტიანია, GeForce RTX 3090 და RTX 3080 დაფების ენერგომოხმარება შთამბეჭდავი უნდა იყოს. ამიტომ კვების ახალი კონექტორის გამოჩენის ალბათობა დიდ გაკვირვებას აღარ იწვევს. 

image.jpegimage.png 

ახალი ინტერფეისის გამოჩენისთვის მზადება დაიწყეს კვების ბლოკების მწარმოებლებმაც. ინტერნეტში გავრცელდა Seasonic-ის გადამყვანის ფოტო ორ 8-პინიანიდან ერთ 12-პინიანზე. მწარმოებელი კომპანიის შეფუთვაზე მოცემულია რეკომენდაცია - ამ სადენისთვის გამოყენებულ იქნას არანაკლებ 850 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.