Magdalena Posted August 22, 2020 Posted August 22, 2020 კომპანია ZOTAC-მა წარადგინა მცირე ფორმ-ფაქტორის, მაღალი წარმადობის მქონე მინი-კომპიუტერი Zbox QCM7T3000, რომელიც წარმოდგენილი იქნება barebone-სისტემის სახით დამონტაჟებული ოპერატიული მეხსიერების მოდულებისა და მეხსიერების სანახი სივრცეების გარეშე. კორპუსის მოცულობაა მხოლოდ 2.65 ლიტრი: ზომები შეადგენს 210 × 203 × 62,2 მმ-ს. კომპიუტერს საფუძვლად უდევს Comet Lake თაობის 6-ბირთვიანი (12 ნაკადი) პროცესორი. ნომინალური ტაქტის სიხშირე შეადგენს 2.6 გჰც-ს, მაქსიმალური - 5.0 გჰც-ს. გრაფიკულ ქვესისტემაში გამოყენებულია დისკრეტული ამაჩქარებელი NVIDIA Quadro RTX 3000 6 გბ GDDR6 მეხსიერებით. შესაძლებელია გამოსახულების გამოტანა ოთხ ეკრანზე ორი HDMI 2.0 პორტისა და ორი DisplayPort 1.4 ინტერფეისის მეშვეობით. დაშვებულია 64 გბ-მდე DDR4-2933/2666 ოპერატიული მეხსიერების გამოყენება. სისტემა შესაძლოა აღიჭურვოს ერთი 2.5-დუიმიანი SSD-თა და და ერთი M.2 PCIe x4 / SATA-თი. კომპიუტერში ხელმისაწვდომია - ქსელური კონტროლერები 10/100/1000 Ethernet და 10/100/1000/2500 Killer Ethernet, WiFi 6 Killer AX1650 და Bluetooth 5 უსადენო კავშირების ადაპტერები. მოცემულია ორი პორტი USB 3.1 (ერთი - Type-C კონექტორით) და ოთხი USB 3.0 პორტი. https://bit.ly/3kZPMyr Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.