Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია ZOTAC-მა წარადგინა მცირე ფორმ-ფაქტორის, მაღალი წარმადობის მქონე მინი-კომპიუტერი Zbox QCM7T3000, რომელიც წარმოდგენილი იქნება barebone-სისტემის სახით დამონტაჟებული ოპერატიული მეხსიერების მოდულებისა და მეხსიერების სანახი სივრცეების გარეშე. 

image.jpeg 

კორპუსის მოცულობაა მხოლოდ 2.65 ლიტრი: ზომები შეადგენს 210 × 203 × 62,2 მმ-ს. კომპიუტერს საფუძვლად უდევს Comet Lake თაობის 6-ბირთვიანი (12 ნაკადი) პროცესორი. ნომინალური ტაქტის სიხშირე შეადგენს 2.6 გჰც-ს, მაქსიმალური - 5.0 გჰც-ს. 

image.jpeg 

გრაფიკულ ქვესისტემაში გამოყენებულია დისკრეტული ამაჩქარებელი NVIDIA Quadro RTX 3000 6 გბ GDDR6 მეხსიერებით. შესაძლებელია გამოსახულების გამოტანა ოთხ ეკრანზე ორი HDMI 2.0 პორტისა და ორი DisplayPort 1.4 ინტერფეისის მეშვეობით. 

დაშვებულია 64 გბ-მდე DDR4-2933/2666 ოპერატიული მეხსიერების გამოყენება. სისტემა შესაძლოა აღიჭურვოს ერთი 2.5-დუიმიანი SSD-თა და და ერთი M.2 PCIe x4 / SATA-თი. 

image.jpeg 

კომპიუტერში ხელმისაწვდომია -  ქსელური კონტროლერები 10/100/1000 Ethernet და 10/100/1000/2500 Killer Ethernet, WiFi 6 Killer AX1650 და Bluetooth 5 უსადენო კავშირების ადაპტერები. მოცემულია ორი პორტი USB 3.1 (ერთი - Type-C კონექტორით) და ოთხი USB 3.0 პორტი.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.