Magdalena Posted August 21, 2020 Posted August 21, 2020 Xiaomi Youpin-მა გამოუშვა დესკტოპ კომპიუტერი Ningmei Soul GI6 პროცესორ AMD Ryzen 5 2600-ის ბაზაზე, მისი ფასი 260 აშშ დოლარიდან იწყება. მოწყობილობა გაიყიდება Share, Fun და Enjoy ვერსიების სახით, მათი ტექნიკური მახასიათებლები განსხვავებული იქნება. საბაზისო ვერსიას ექნება AMD Ryzen 5 2600 პროცესორი და Radeon RX 550 ვიდეო დაფა 4 გბ ვიდეომეხსიერებით. კომპიუტერს ექნება 8 გბ ოპერატიული მეხსიერება და 180-გიგაბაიტიანი SSD. Fun ვერსია დაფუძნებულია იმავე პროცესორზე, თუმცა აქვს Radeon RX 590 ვიდეო დაფა 8 გბ მეხსიერებით. ინტეგრირებული SSD-ის მოცულობაა 256 გბ, ოპერატიული მეხსიერების მოცულობა კი ამ შემთხვევაშიც 8 გიგაბაიტია. ამ ვერსიის ფასი 375 აშშ დოლარს შეადგენს. უფროს მოდიფიკაციას, Enjoy-ს ექნება იგივე ვიდეო დაფა, რაც Fun-ს, თუმცა ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 16 გბ-ს, SSD-ისა კი 512 გბ-ს. სამივე კომპიუტერს საფუძვლად უდევს ASUS-ის დედა დაფა A320-ის ბაზაზე. რაც შეეხება კომპიუტერის გარეგნულ იერსახეს, იგი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. სისტემური ბლოკი წარმოდგენილია ფუტურისტული დიზაინით, აქვს გამჭვირვალე სახურავი და უკანა პანელზე - „ფანჯარა“, რომლის მიღმა ჩანს სისტემის შიდა კომპონენტების განათება. კომპიუტერის შეკვეთა უკვე შესაძლებელია Xiaomi Youpin პლატფორმაზე. https://bit.ly/2EiEeVW Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.