Jump to content

Recommended Posts

Posted

Xiaomi Youpin-მა გამოუშვა დესკტოპ კომპიუტერი Ningmei Soul GI6 პროცესორ AMD Ryzen 5 2600-ის ბაზაზე, მისი ფასი 260 აშშ დოლარიდან იწყება. მოწყობილობა გაიყიდება Share, Fun და Enjoy ვერსიების სახით, მათი ტექნიკური მახასიათებლები განსხვავებული იქნება. 

image.jpeg 

საბაზისო ვერსიას ექნება AMD Ryzen 5 2600 პროცესორი და Radeon RX 550 ვიდეო დაფა 4 გბ ვიდეომეხსიერებით. კომპიუტერს ექნება 8 გბ ოპერატიული მეხსიერება და 180-გიგაბაიტიანი SSD. 

Fun ვერსია დაფუძნებულია იმავე პროცესორზე, თუმცა აქვს Radeon RX 590 ვიდეო დაფა 8 გბ მეხსიერებით. ინტეგრირებული SSD-ს მოცულობაა 256 გბ, ოპერატიული მეხსიერების მოცულობა კი ამ შემთხვევაშიც 8 გიგაბაიტია. ამ ვერსიის ფასი 375 აშშ დოლარს შეადგენს. უფროს მოდიფიკაციას, Enjoy-ს ექნება იგივე ვიდეო დაფა, რაც Fun-ს, თუმცა ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 16 გბ-ს, SSD-ისა კი 512 გბ-ს. სამივე კომპიუტერს საფუძვლად უდევს ASUS-ის დედა დაფა A320-ის ბაზაზე. 

image.jpeg 

რაც შეეხება კომპიუტერის გარეგნულ იერსახეს, იგი განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. სისტემური ბლოკი წარმოდგენილია ფუტურისტული დიზაინით, აქვს გამჭვირვალე სახურავი და უკანა პანელზე - „ფანჯარა“, რომლის მიღმა ჩანს სისტემის შიდა კომპონენტების განათება. 

კომპიუტერის შეკვეთა უკვე შესაძლებელია Xiaomi Youpin პლატფორმაზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.