Magdalena Posted August 20, 2020 Posted August 20, 2020 როგორც უკვე ვიცით, ამერიკული სანქციები Huawei-სა და მასთან დაკავშირებული კომპანიებისადმი გაფართოვდა, რის შედეგად ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა დაკარგა შესაძლებლობა - მიიღოს კომპონენტები, რომლებიც მზადდება ან შემუშავებულია ამერიკული აღჭურვილობის, ტექნოლოგიების ან პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. MediaTek, რომელიც HiSilicon-ის „სცენიდან გასვლის“ შემდეგ ამ დრომდე განიხილებოდა პროცესორების მთავარ სათადარიგო მომწოდებლად, ამჟამად მეტად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. მობილური პროცესორების ტაივანური მწარმოებელი დიდი ხანია თანამშრომლობს Huawei-სთან, თუმცა MediaTek-ის პროცესორებს უშვებს კომპანია TSMC, რომელიც მთელ წარმოებაში ეყრდნობა ამერიკული კომპანიების აღჭურვილობას, პროგრამულ უზრუნველყოფასა და ტექნოლოგიებს. როგორც ჩანს, TSMC და MediaTek ვეღარ გააგრძელებენ Huawei-სთვის პროესორების მიწოდებას. როგორც Nikkei Asian Review აღნიშნავს, MediaTek-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეაფასეს აშშ-ის საექსპორტო კონტროლის ახალი წესების გატარებისგან მოსალოდნელი შედეგები, თუმცა აღიარეს, რომ კომპანია დაემორჩილება საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს. უახლოეს პერსპექტივაში ახალი წესები არსებით გავლენას არ მოახდენს MediaTek-ის საქმიაობაზე - აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები, თუმცა MediaTek-ის აქციების კურსი ტაივანურ საფონდო ბირჟაზე უკვე 9 %-ით შემცირდა. გარე ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ამერიკული სანქციების ახალი ფაზის შედეგად Huawei მოწყვეტილი იქნება ბევრი სხვა კომპონენტისგან: დისპლეებისა და გამოსახულების სენსორებისგან, მეხსიერების მიკროსქემებისა და სხვა სპეციფიკური ელექტრონიკისგან, რომლებიც სმარტფონების წარმოებაში გამოიყენება. https://bit.ly/349GFFj Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.