Jump to content

Recommended Posts

Posted

როგორც უკვე ვიცით, ამერიკული სანქციები Huawei-სა და მასთან დაკავშირებუი კომპანიებისადმი გაფართოვდა, რის შედეგად ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა დაკარგა შესაძლებლობა - მიიღოს კომპონენტები, რომლებიც მზადდება ან შემუშავებულია ამერიკული აღჭურვილობის, ტექნოლოგიების ან პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. 

MediaTek, რომელიც HiSilicon-ის „სცენიდან გასვლის“ შემდეგ ამ დრომდე განიხილებოდა პროცესორების მთავარ სათადარიგო მომწოდებლად, ამჟამად მეტად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. 

მობილური პროცესორების ტაივანური მწარმოებელი დიდი ხანია თანამშრომლობს Huawei-სთან, თუმცა MediaTek-ის პროცესორებს უშვებს კომპანია TSMC, რომელიც მთელ წარმოებაში ეყრდნობა ამერიკული კომპანიების აღჭურვილობას, პროგრამულ უზრუნველყოფასა და ტექნოლოგიებს. როგორც ჩანს, TSMC და MediaTek ვეღარ გააგრძელებენ Huawei-სთვის პროესორების მიწოდებას. როგორც Nikkei Asian Review აღნიშნავს, MediaTek-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეფასეს აშშ-ის საექსპორტო კონტროლის ახალი წესების გატარებისგან მოსალოდნელი შედეგები, თუმცა აღიარეს, რომ კომპანია დაემორჩილება საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს. 

image.jpeg 

უახლოეს პერსპექტივაში ახალი წესები არსებით გავლენას არ მოახდენს MediaTek-ის საქმიაობაზე - აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები, თუმცა MediaTek-ის აქციების კურსი ტაივანურ საფონდო ბირჟაზე უკვე 9 %-ით შემცირდა. გარე ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ამერიკული სანქციების ახალი ფაზის შედეგად Huawei მოწყვეტილი იქნება ბევრი სხვა კომპონენტისგან: დისპლეებისა და გამოსახულების სენსორებისგან, მეხსიერების მიკროსქემებისა და სხვა სპეციფიკური ელექტრონიკისგან, რომლებიც სმარტფონების წარმოებაში გამოიყენება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.