Jump to content

Recommended Posts

Posted

ბოლო თვეების განმავლობაში რაჯა კოდური საზოგადოებას უზიარებს ცნობებს ახალ არქიტექტურასა და Intel GPU Xe Graphics სერიის შესახებ. Xe სერიაში წარმოდგენილი იქნება Xe LP Graphics ბრენდის გრაფიკული პროდუქტები, დაწყებული საბაზისო დონის ნაკლებად მძლავრი ინტეგრირებული პროცესორებიან - დამთავრებული მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის განკუთვნილი მრავალჩიპიანი გადაწყვეტილებებით. 

image.jpeg 

გასულ კვირაში განიხილებოდა გრაფიკა Intel Xe HP, რომელიც წარმოდგენილი იქნება სამ ვარიანტად. საბაზისო მოდელს ექნება ერთი დაფა 512 EU-ითა (Execution Units) და ორი HMB2 მეხსიერებით. Intel-ს არ დაუზუსტებია ზუსტი მახასიათებლები, თუმცა წარმოადგინა გამოთვლითი დატვირთვის წარმადობის მასშტაბირება 1T, 2T და 4T ვარიანტებში: 

image.jpeg 

მუშაობის განაწილება SLI და CrossFire ტექნოლოგიების მქონე გრაფიკულ პროცესორებში გაცილებით რთულია, დამატებითი გრაფიკული პროცესორის მასშტაბირება კი, როგორც წესი, გეიმერებს ანიჭებს საუკეთესო შემთხვევაში 50-80%-ით მეტ დამატებით წარმადობას. 

image.jpeg 

"Hot Chips" პრეზენტაციის დროს რაჯა კოდურიმ წარადგინა GPU Intel Xe HP Petaflops Scale“, რომელიც რეალურად ბევრად დიდია ნებისმიერ სხვა ჩიპთან შედარებით. ამჟამად Intel ამზადებს Xe HP Ponte Vecchio-ს, რომელიც დამზადებული უნდა იყოს Intel-ის 7-ნანომეტრიანი ლითოგრაფიით, მისი გამოყენება იგეგმება ახალ სუპერკომპიუტერ Aurora-ში. Intel-ს საკუთარ ლაბორატორიაში გააჩნია 1-ელემენტიანი, 2-ელემენტიანი და 4-ელემენტიანი Xe HP კრისტალები. 

image.jpeg 

წარმოდგენილ 4-ელემენტიან Intel Xe HP-ს შეუძლია შეასრულოს დაახლოებით 42 TFLOPS გამოთვლა. თუმცა, რაჯა კოდურიმ განაცხადა, რომ ეს არ არის მაქსიმალური წარმადობა და Xe HP-ს შეუძლია მიაღწიოს "petaflops scale computing"-ს ან 1000 TFLOPS-ზე მეტ წარმადობას. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.