Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

შედგა ვირტუალური სადებეტო Visa ბარათის გამოშვება, რომელსაც აქვს Litecoin-ის ბუნებრივი მხარდაჭერა. მისი ემიტენტია კომპანია BlockCard. 

როგორც პროდუქტის ვებ-გვერდზეა ნათქვამი, უკვე არსებული ბარათისგან ახალი ბარათი განსხვავდება იმით, რომ იგი ერთადერთია, სადაც დეპონირებული თანხა კონვერტირდება და ინახება LTC-ში განაღდებამდე. 

ბარათზე თანხის შეტანა შესაძლებელი იქნება 12 კრიპტოვალუტაში: Litecoin-ის პარალელურად, ესენია - Bitcoin, Bitcoin Cash, Basic Attention Token, Dai, Ethereum, Paxos Standard, Stellar Lumen, Ternio, Tether, TrueUSD, USD Coin და XRP. 

ამჟამად ბარათი ხელმისაწვდომია აშშ-ის რეზიდენტებისთვის, სამომავლოდ მოსალოდნელია ევროის 31 ქვეყნის მხარდაჭერის დამატება. იმისათვის, რომ Litecoin Card-ის მოხმარება დაიწყონ, მომხმარებლებს აუცილებლად მოუწევთ ვერიფიკაციის გავლა. 

შეგახსენებთ, წინა მცდელობა - გამოსულიყო სადებეტო Visa ბარათი Litecoin-ის მხარდაჭერით - წარუმატებელი აღმოჩნდა. ამგვარი ბარათის შემოავაზება იგეგმებოდა პროცესინგ-სერვის LitePay-ს ფარგლებში. 

იმ დროს, LitePay-ის უკან მდგომი, იმავე სახელის მქონე კომპანია ამტკიცებდა, რომ სერვისის ამოქმედება ჩაიშალა „საგადახდო ბარათის ემიტენტების მხრიდან კრიპტოსავალუტო კომპანიებისადმი მტრული ქმედების გამო“. 

თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ LitePay-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კენეტ აზარემ  Litecoin Foundation-ს მიმართა დამატებითი დაფინანსებისთვის, რაზედც ორგანიზაციამ უარი უთხრა ბიუჯეტის ბუნდოვანი განაწილებისა და კომპანიის მმართველობის საეჭვო პროცესის გამო. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.