Magdalena Posted August 18, 2020 Posted August 18, 2020 შედგა ვირტუალური სადებეტო Visa ბარათის გამოშვება, რომელსაც აქვს Litecoin-ის ბუნებრივი მხარდაჭერა. მისი ემიტენტია კომპანია BlockCard. როგორც პროდუქტის ვებ-გვერდზეა ნათქვამი, უკვე არსებული ბარათისგან ახალი ბარათი განსხვავდება იმით, რომ იგი ერთადერთია, სადაც დეპონირებული თანხა კონვერტირდება და ინახება LTC-ში განაღდებამდე. ბარათზე თანხის შეტანა შესაძლებელი იქნება 12 კრიპტოვალუტაში: Litecoin-ის პარალელურად, ესენია - Bitcoin, Bitcoin Cash, Basic Attention Token, Dai, Ethereum, Paxos Standard, Stellar Lumen, Ternio, Tether, TrueUSD, USD Coin და XRP. ამჟამად ბარათი ხელმისაწვდომია აშშ-ის რეზიდენტებისთვის, სამომავლოდ მოსალოდნელია ევროპის 31 ქვეყნის მხარდაჭერის დამატება. იმისათვის, რომ Litecoin Card-ის მოხმარება დაიწყონ, მომხმარებლებს აუცილებლად მოუწევთ ვერიფიკაციის გავლა. შეგახსენებთ, წინა მცდელობა - გამოსულიყო სადებეტო Visa ბარათი Litecoin-ის მხარდაჭერით - წარუმატებელი აღმოჩნდა. ამგვარი ბარათის შემოთავაზება იგეგმებოდა პროცესინგ-სერვის LitePay-ს ფარგლებში. იმ დროს, LitePay-ის უკან მდგომი, იმავე სახელის მქონე კომპანია ამტკიცებდა, რომ სერვისის ამოქმედება ჩაიშალა „საგადახდო ბარათის ემიტენტების მხრიდან კრიპტოსავალუტო კომპანიებისადმი მტრული ქმედების გამო“. თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ LitePay-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კენეტ აზარემ Litecoin Foundation-ს მიმართა დამატებითი დაფინანსებისთვის, რაზედაც ორგანიზაციამ უარი უთხრა ბიუჯეტის ბუნდოვანი განაწილებისა და კომპანიის მმართველობის საეჭვო პროცესის გამო. https://bit.ly/3hgJPLn Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.