Jump to content

Recommended Posts

Posted

SpaceX-ის თანამგზავრული ინტერნეტის დახურული ბეტა-ტესტირების პროგრამის რამდენიმე მონაწილემ ფორუმ Reddit-ზე გამოაქვეყნა Starlink-ის სპეციალური, დედამიწაზე არსებული ტერმინალების გამოყენებით განხორციელებული მონაცემთა გადაცემის სიჩქარის შემოწმების შედეგები. პროგრამაში მონაწილეობა შეეძლოთ აშშ-ის, აგრეთვე კანადის სამხრეთ ნაწილის მაცხოვრებლებს. ბეტა-ტესტის დაწყება მიმდინარე ზაფხულისთვის იყო დაგეგმილი. 

image.jpeg 

ამჟამად Starlink-ანამგზავრული ინტერნეტის მეშვეობით მონაცემთა გადაცემის სიქარის მაჩვენებლები ამგვარად გამოიყურება:  

  • ჩატვირთვის სიჩქარე  60,24 მბიტ/წმ-მდე (7,2 მბ/წმ); 

  • Ატვირთვის სიჩქარე  17,64 მბიტ/წმ-მდე (2,1 მბ/წმ); 

  • Დაყოვნება  31 მწ-დან. 

image.jpeg 

სხვადასხვა მონაწილეების ბეტა-ტესტირების სერია გვიჩვენებს, რომ შეფერხების საშუალო მაჩვენებელი 40-50 მილიწამს შეადგენს, ყველაზე ცუდ შემთხვევაში - 94 მილიწამს. როგორც რესურსი FreeNews აღნიშნავს, შედარებისთვის, ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული თანამგზავრული პროვაიდერი HughesNet თავისი თანამგზავრული ინტერნეტ-ქსელის მოქმედებისას უზრუნველყოფდა მონაცემთა ჩატვირთვის სიჩქარეს 25 მბიტ/წმ-მდე, გადაცემას კი - 3 მბიტ/წმ-მდე, დაყოვნების მაჩვენებელი მონაცემთა გადაცემისას იყო 500 მილიწამამდე. წყარო მიუთითებს, რომ მის ფონზე Starlink გამოირჩევა უფრო მაღალი დაფარვის ზონითაც. SpaceX-ის თანამგზავრული ინტერნეტი მუშაობს მეჩხერად დასახლებულ ადგილებშიც,  ქალაქებიდან ძალიან შორს. 

image.jpeg 

SpaceX-მა ადრე პირობა დადო, რომ კომპაქტური ინტერნეტ-თანამგზავრულ ქსელ Starlink-ის სრულად ამოქმედებისას უზრუნველყოფილი იქნება მონაცემთა გადაცემა 1 გბიტ/წმ (120 მბ/წმ) სიჩქარით, 25-35 მწ შეფერხებით. კომპანიას ჯერ არ გაუხმაურებია დედამიწაზე არსებული თანამგზავრული ინტერნეტის ტერმინალის ფასი და ყოველთვიური სააბონენტო გადასახადის ოდენობა, თუმცა ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ სისტემასთან წვდომა მომხმარებელს დაუჯდება დაახლოებით 100 აშშ დოლარი თვეში. 

როგორც წყარო აღნიშნავს, Starlink-ინტერნეტის სიჩქარის შემოწმების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ბევრმა მომხმარებელმა განაცხადა, რომ ამჟამად ისინი ავიანთ პროვაიდერებს უხდიან დაახლოებით 150 აშშ დოლარს თვეში ინტერნეტისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ატვირთვის სიჩქარეს 10 მბიტ/წმ მაჩვენებლით, ატვირთვის კი 1 მბიტ/წმ-ს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.