Jump to content

Recommended Posts

Posted

Huawei Technologies არ არის ერთადერთი ჩინური კომპანია, რომელიც აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან შეზღუდვებში მოექცა. ჯერ კიდევ გასულ წელს სამმართველო ორგანიზაციებს აშშ-ში აეკრძალათ ZTE-ს, Hikvision-ის, Dahua-ისა და Hytera-ს აღჭურვილობების გამოყენება, აჯერად კი ეს აკრძალვა გავრცელდება კერძო კომპანიებზეც, რომლებიც არიან სახელმწიფო კონტრაქტების მიღების პრეტენდენტები. 

image.jpeg 

ამავდროულად, აშშ-ის ხელისუფლება განიხილავს შეწყდეს ამერიკული წარმოების პროდუქტებისა და ტექნოლოგიების ექსპორტი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიის მისამართით, Huawei-სთან მიმართებაში კი მსგავსი ზომები ფაქტობრივად უკვე გატარებულია. სწორედ ამის გამო TSMC ვეღარ შეძლებს HiSilicon პროცესორების მიწოდებას Huawei-სთვის მიმდინარე წლის 15 სექტემბრის შემდეგ. ახალმა შეზღუდვებმა შესაძლოა მოიცვას ZTE, ვიდეოთვალთვალის სისტემების მწარმოებლები - Hikvision და Dahua, აგრეთვე რადიოსადგურების მწარმოებელი Hytera. Hikvision-ის წარმომადგენლებმა Nikkei Asian Review-ს განუმარტეს, რომ აშშ-ის მხრიდან წინა შეზღუდვებმა მნიშვნელოვანი გავლენა არ მოახდინა კომპანიის ბიზნესზე, რადგანაც მას არ ჰქონდა პირდაპირი კონტრაქტები ამერიკულ სამთავრობო ორგანიზაციებთან. 

Forescout Technologies-ის შეფასებით, კერძ კომპანიები, საფინანსო და საგანმანათლებლო ორგანიზაციები აშშ-ში იყენებენ Huawei-ს არანაკლებ 67 ათას ერთეულ აღჭურვილობას, Hikvision-ის დაახლოებით 64 ათას ვიდეოკამერას, Dahua-ს 3 ათას მოწყობილობასა და ZTE-ს  დაახლოებით 4 ათას პროდუქტს.   

ამიერიდან, შეერთებულ შტატებში სამთავრობო კონტრაქტების მსურველი ყველა კომპანია ვალდებულია წერილობით დაადასტუროს, რომ უარს იტყვის ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების პროდუქციის გამოყენებაზე. წესების გამკაცრებამ შეშფოთება გამოიწვია უცხოურ კომპანიებშიც კი - მხოლოდ იაპონიაში ეს გადაწყვეტილება ეხება 800-ზე მეტი ორგანიზაციის ინტერესს. 

Huawei-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეზღუდვა შეეხება კომპანიის მხოლოდ ამერიკულ წარმომადგენლობას, საზღვარგარეთული სტრუქტურები კი შეინარჩუნებენ ზემოთხენებულ კომპანიებთან თანამშრომლობის შესაძლებლობას. მთელი რიგი ამერიკული კომპანიებისთვის შეღავათები დაწესდა. მაგალითად, სატელეკომუნიკაციო ოპერატორებმა შეერთებული შტატების შორეულ რაიონებში შეინარჩუნეს უფლება - გამოიყენონ Huawei-სა და ZTE-ს ტექნიკა, თუმცა მათი შემდგომში ჩანაცვლების პირობით. ბაზრის მონაწილეების შეფასებით, აშშ-ის პროვინციული სატელეკომუნიკაციო ოპერატორების დაახლოებით მეოთხედი ჩინური წარმოების აღურვილობას იყენებს. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.