Jump to content

Recommended Posts

Posted

ანალიტიკურმა რესურსმა CoinMarketCap-მა წამოაყენა ინიციატივა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გამოიმუშაონ კრიპტოაქტივები შემეცნებითი ვიდეოების ნახვითა და ვიქტორინებში მონაწილეობით. 

image.png 

პროგრამის სახელწოდებაა CoinMarketCap Earn და მის ფარგლებში მომხმარებლები შეძლებენ შეიტყონ ამა თუ იმ კრიპტოსავალუტო პროექტის შესახებ, გახდნენ ინიციატივის მონაწილეები, შემდეგ კი მიიღებენ ჯილდოს ამ პროექტის ტოკენების ცოდნისთვის. 

პროგრამის პირველი მონაწილეა Band Protocol. მომხმარებლებს შორის ინიციატივის ფარგლებში განაწილდება 160 ათასი აშშ დოლარის ღირებულების ტოკენები. 

image.png 

CoinMarketCap Earn-ის მონაწილეებად გახდომა არ შეუძლიათ შემდეგი ქვეყნების წარმომადგენლებს: ბელორუსი, კონგოს რესპუბლიკა, კუბა, ერაყი, ირანი, ჩინეთი, ჩრდილო კორეა, სუდანი, სირია, აშშ და ზიმბაბვე. 

CoinMarketCap-მა მაისში წარადგინა კრიპტოსავალუტო ბირჟების შეფასების ახალი საზომი. 

რაც შეეხება ზემოთხსენებულ Band Protocol-ს: 

Band Protocol არის ღია პროტოკოლი დეცენტრალიზებული ორაკულის მიერ შემოთავაზებულ მონაცემთა მართვისთვის, რომელშიც გამოიყენება dPoS კონსენსუსი მართვისა და მონაცემთა მთლიანობის უზრუნველსაყოფად. იგი წყვეტს სიჩქარესთან, ფასთან, სინქრონიზაციასთან, მისაწვდომობასა და მონაცემთა საიმედოობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ბლოკჩეინებისა და dapp-ებისთვის web 3.0-ში. Band-მა შეიმუშავა უნიკალური მულტი-ტოკენების მოდელი, რომელიც მონაცემთა თითოეულ ნაკრებს და მის ტოკენს საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს ქსელური მნიშვნელობა და ქმნის მართებულ ეკონომიკურ სტიმულს ყველა დაინტერესებული მხარისთვის. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.