Jump to content

Recommended Posts

Posted

ცნობილია, რომ ილონ მასკის კომპანია SpaceX ინტერნეტ-თანამგზავრ Starlink-ს კოსმოსური ინდუსტრიისთვის უპრეცედენტო სიჩქარით აწარმოებს. გასულ თვეში SpaceX-მა კავშირგაბმულობის ფედერალურ კომისიას აცნობა, რომ ამჟამად Starlink-ის ქვეგანყოფილება „თვეში 120 თანამგზავრს აწყობს“, ასევე კომპანიამ მოახდინა 70 მლნ აშშ დოლარზე მეტი თანხის ინვესტირება სამომხმარებლო ტერმინალების შემუშავებასა და წარმოებაში“. 

image.jpeg 

შეგახსენებთ, პროექტ Starlink-ის ფარგლებში კომპანია SpaceX აპირებს დედამიწის ორბიტაზე შექმნას დაახლოებით 12 ათასი პატარა თანამგზავრისგან შემდგარი ქსელი, რომელიც განკუთვნილი იქნება პლანეტის ნებისმიერ წერტილში ინტერნეტთან წვდომის უზრუნველსაყოფად. ამამად ხსენებული პროექტის ფარგლებში კოსმოსში უკე გაიგზავნა დაახლოებით 600 Starlink-თანამგზავრი, SpaceX კი აგრძელებს პროექტის რეალიზაციისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შემუშავებას და ქმნის სამომხმარებლო ტერმინალებს დედამიწაზე. 

თანამგზავრების წარმოების მოცულობის სხვა კომპანიების შედეგებთან შედარება რთულია, რადგანაც საჭიროა გავითვალისწინოთ სხვადასხვა აპარატის ზომებსა და კონსტრუქციის სირთულეს შორის განსხვავება. კონსალტინგ-კომპანია Quilty Analytics-ის დამფუძნებელი Chris Quilty, რომელიც სპეციალიზდება თანამგზავრული კავშირების სექტორში საქმიანობაზე, მიიჩნევს, რომ Starlink-თანამგზავრების წარმოება მიმდინარეობს არნახული სიჩქარით. 

„შედარებისთვის: Iridium, რომელიც ადრე რეკორდსმენი იყო დაჯგუფებისთვის განკუთვნილი  კომერციული თანამგზავრების წარმოებაში, საქმიანობის მწვერვალზე ყოფნისას თვეში დაახლოებით ექვს თანამგზავრს უშვებდა“ - განაცხადა მან. უნა აღინიშნოს, რომ Iridium NEXT ანამგზავრები დაახლოებით სამჯერ მეტს იწონიან Starlink-თან შედარებით. თუმცა, ამ ფაქტის გათვალისწინებითაც კი SpaceX ქსელს აწყობს დაახლოებით ოცჯერ სწრაფად, რაც შთამბეჭდავ შედეგს წარმოადგენს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.