Magdalena Posted August 13, 2020 Posted August 13, 2020 ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ გამოაქვეყნა თიზერების სერია, რომლებშიც ნათქვამია, რომ პარასკევს, 14 აგვისტოს შედგება პორტატულ კომპიუტერ Redmi G-ს დებიუტი, რომელიც დაპროექტებულია გეიმინგის მოყვარულებისთვის. ფოტოზე მოცემულია ლეპტოპი შავი კორპუსით, რომელის ეკრანსაც წვრილი ჩარჩოები აქვს გვერდებსა და ზედა ნაწილში. ინტერნეტ-წყაროები გვატყობინებენ, რომ მოწყობილობას ექნება დაახლოებით 15-დუიმიანი დისპლეი. ლეპტოპს საფუძვლად დაედება Intel Comet Lake აპარატული პლატფორმა. კერძოდ, შესაძლოა გამოყენებულ იქნას პროცესორი Core i5-10300H ოთხი ბირთვით და 2.5-4.5 გჰც ტაქტის სიხშირით. რეალიზებულია მრავალნაკადიანი ტექნოლოგიის მხარდაჭერა. ჩიპის შემადგენლობაში შედის გრაფიკული ამაჩქარებელი Intel UHD. ცნობილია, რომ ლეპტოპ Redmi G-ს ექნება გაგრილების ეფექტური სისტემა, სრული ზომის კლავიატურა ციფრული ბლოკით და მოზრდილი თაჩპედი. მოწყობილობის დანარჩენი მახასიათებლები ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. თიზერის თანახმად, კორპუსის მარჯვენა მხარეს განთავსებულია USB Type-A პორტი და სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. https://bit.ly/3kM3rJo Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.