Jump to content

Recommended Posts

Posted

ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ გამოაქვეყნა თიზერების სერია, რომლებშიც ნათქვამია, რომ პარასკევს, 14 აგვისტოს შედგება პორტატულ კომპიუტერ Redmi G-ს დებიუტი, რომელიც დაპროექტებულია გეიმინგის მოყვარულებისთვის. 

image.jpeg

ფოტოზე მოცემულია ლეპტოპი შავი კორპუსით, რომელის ეკრანსაც წვრილი ჩარჩოები აქვს გვერდებსა და ზედა ნაწილში. ინტერნეტ-წყაროები გვატყობინებენ, რომ მოწყობილობას ექნება დაახლოებით 15-დუიმიანი დისპლეი. 

ლეპტოპს საფუძვლად დაედება Intel Comet Lake აპარატული პლატფორმა. კერძოდ, შესაძლოა გამოყენებულ იქნას პროცესორი Core i5-10300H ოთხი ბირთვით და 2.5-4.5 გჰც ტაქტის სიხშირით. რეალიზებულია მრავალნაკადიანი ტექნოლოგიის მხარდაჭერა. ჩიპის შემადგენლობაში შედის გრაფიკული ამაჩქარებელი Intel UHD. 

image.jpeg 

ცნობილია, რომ ლეპტოპ Redmi G-ს ექნება გაგრილების ეფექტური სისტემა, სრული ზომის კლავიატურა ციფრული ბლოკით და მოზრდილი თაჩპედი. 

მოწყობილობის დანარჩენი მახასიათებლები ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება. თიზერის თანახმად, კორპუსის მარჯვენა მხარეს განთავსებულია USB Type-A პორტი და სტანდარტული 3.5-მილიმეტრიანი აუდიოკონექტორი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.