Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

ჩინურმა გამომცემლობა IThome-მა მიიღო ინფორმაცია, რომ Huawei ამზადებს ახალ დესკტოპ კომპიუტერს შიდა ბაზრისთვის (კოდური დასახელებით - Pangu). სისტემაში გამოყენებუია Kunpeng 920 პროცესორი, ასევე ცნობილი, როგორც Hi1620. ანგარიშში ნათქვამია, რომ Kunpeng 920-ის მრავალბირთვიანი წარმადობა შედარებით უკეთესია Coffee Lake სერიის Intel Core i9-9900K პროცესორთან შედარებით. სამწუხაროდ, სააგენტოს არანაირი კონკრეტული შედეგი არ წარუდგენია. 

Kunpeng 920 სერიის პროცესორები დამყარებულია Arm Neoverse N1 მიკროარქიტექტურაზე (კოდური დასახელება Ares), წარმოდგენილია 24-დან 64 ბირთვის მქონე კონფიგურაციები, რომლებიც მუშაბს 2.4-3 გჰც დიაპაზონში. Huawei-სთვის Kunpeng 920 პროცესორები 7-ნანომეტრიანი ტექნოლოგიით დაამზადა კომპანია TSMC-მა მანამ, სანამ ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობას შეწყვეტდა აშშ-ის მხრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო. 

როგორც ცნობილია, ტესტირება ჩატარდა Kunpeng 920 3211K ჩიპზე, რომელსაც აქვს 24 ბირთვი მაქსიმალური 2.6 გჰც სიხშირით. გარდა ამისა, სისტემას აქვს 8 გბ SO-DIMM ოპერატიული მეხსიერება, Samsung-ის 512 გბ მოცულობის SSD და მობილური ვიდეო დაფა AMD Radeon 520. 

Huawei Pangu-კომპიუტერების ადაპტირებას ახდენს სახელმწიფო დაწესებულებებსა და კორპორატიულ ბაზარზე, მოწყობილობები მუშაობს საკუთარ ოპერაციულ სისტემაზე (UOS). პროცესორი Kunpeng 920 მირჩილულია დედა დაფაზე და არ აქვს სხვა ვიდეო დაფების მხარდაჭერა. გარდა ამისა, სისტემა UOS ინტეგრირებულია პერსონალურ კომპიუტერში და შეუძლებელია მისი ოპერაციული სისტემა Windows-ით ჩანაცვლება. 

არსებუი ფოტოების მიხედვით Pangu-ს ექნება სამი USB Type-A პორტი, ერთი USB Type-C პორტი და ერთი 3.5-მილიმეტრიანი ყურსასმენის კონექტორი კორპუსის წინა პანელზე. ასევე მოცემულია სივრცე ოპტიკური დრაივერისთვის. კორპუსის უკანა პანელზე განავსებულია ოთხი პორტი USB Type-A, ერთი Ethernet, სამი 3.5 მმ აუდიოკონექტორი და D-Sub ვიდეო დრაივერი. 

  • Like 1
Posted

ხო ეგ 24 ბირთვიანი ჩინური არმ სასერვერო პროცესორია, რომ არ ჯობდეს 8 ბირთვიანს ეგ იქნებოდა გასაოცარი, მაგრამ მაინც ვერ ჩაგრავს იმდენით რამდენი ბირთვიც აქვს, მაგრამ პირველ ჯერზე წავა, ჰუავები სანქციების დადების შემდეგ ანტი-ამერიკულ რაზრაბოტკებს იყენებს მარტო თავის პროდუქციაში, ეგ სერვერიც ერთ-ერთი ეგეთი პრუდუქტია

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.