Jump to content

Recommended Posts

Posted

გასულ კვირას გამოქვეყნდა ორი კოპანიის - AMD-სა და NVIDIA-ს ვიდეო დაფების დაზიანების სტატისტიკა: აღმოჩნდა, რომ უმეტესად წუნდებული გამოდის AMD-ის დაფები, ყველაზე არასაიმედო კი არის NVIDIA-ს ფლაგმანი GeForce RTX 2080 Ti, რადგანაც უკან დაბრუნებული ამ მოდელის წილი 5.3 %-ს აღემატება, რაც უმეტესობა პოპულარულ ვიდეო დაფების მაჩვენებელზე მეტია. ამჟამად ხელმისაწვდომია ხსენებული ორი კომპანიის პარტნიორების მიწერ წარმოებული წუნდებული გრაფიკული პროცესორების სტატისტიკა. 

image.png 

როგორც ქვემოთ ვხედავთ, მეორე ადგილზეა RTX 2080 – 3.64 %-იანი შედეგით. მესამე და მეოთხე ადგილებზეა Radeon RX 5700 სერიის ორი მოდელი 3.6 % მაჩვენებლით. საინტერესოა, რომ ბიუჯეტური RX 5500 XT ჩამონათვალის ლიდერი გახდა, შესალოა დაბალბიუჯეტური ვიდეო დაფების მყიდველები არ არიან ისეთი მომთხოვნები, როგორც ისინი, ვინც უპირატესობას პრემიალურ მოდელებს ანიჭებენ. ასევე შესაძლოა AMD ახერხებს საბოლოო პროდუქტის ხარისხის ამაღლებას. 

image.png 

რაც შეეხება ცალკეულ მწარმოებლებს, NVIDIA-ს პარტნიორებს შორის მომხმარებლები ყველაზე ხშირად პრეტენზიით მიმართავენ Palit-ს - 4.14% უკან დაბრუნებული დაფა, ყველაზე ნაკლებად კი Zotac-ს - 1.57%. AMD-ს კი სტატისტიკას უფუჭებს PowerColor, ASRock-ისა და MSI-ს პროდუქცია კი მომხმარებლებს შორის უკმაყოფილებას ნაკლებად იწვევს. 

image.png 

image.png 

შეგახსენებთ, ეს სტატისტიკა სრულყოფილად არ ასახვს ვიარებას, რადგანაც მოიცავს ევროპაში გაყიდული 120 ათასი ვიდეო აფის მონაცემებს. უნდა დავაზუსტოთ, რომ სხვა რეგიონებში სიტუაცია შესაძლოა განსხვავებული იყოს. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.