Magdalena Posted August 11, 2020 Posted August 11, 2020 ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით, ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტი Huawei უახლოეს დროში გამოუშვებს პირველ დესკტოპ კომპიუტერებს, რომლებიც პირველ რიგში ორიენტირებული იქნება კორპორატიულ მომხმარებლებსა და სახელმწიფო დამკვეთებზე. ცნობილია, რომ ახალ კომპიუტერს საფუძვლად დაედება 24-ბირთვიანი საფირმო პროცესორი Kunpeng. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელი იქნება ამაჩქარებელი AMD Radeon 520. საბაზისო მოდიფიკაციის აღჭურვილობაში შევა 8 გბ ოპერატიული მეხსიერება, Samsung-ის მიერ წარმოებული SSD და ოპტიკური დრაივერი. ნახსენებია ქსელური Ethernet-კონტროლერი, USB Type-A და USB Type-C პორტები, ანალოგური D-Sub ინტერფეისი, აგრეთვე სტანდარტული აუდიოკონექტორი. დესკტოპთან ერთად წარმოდგენილი იქნება 23.8-დუიმიანი მონიტორი Full HD გაფართოებით. პანელს ექნება 70%-იანი NTSC ფერთა გამა. განსაკუთრებითაა ხაზგასმული, რომ მთავარი კომპონენტების აფგრეიდი გათვალისწინებული არ არის. შესაძლებელი არ იქნება დამოუკიდებლად შეიცვალოს ვიდეო დაფა ან ცენტრალური პროცესორი. Huawei-ის დეკსტოპ-კომპიუტერების საორიენტაციო ფასი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. https://bit.ly/31E3PAD Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.