Jump to content

Recommended Posts

Posted

ინტერნეტ-წყაროების ინფორმაციით, ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტი Huawei უახლოეს დროში გამოუშვებს პირველ დესკტოპ კომპიუტერებს, რომლებიც პირველ რიგში ორიენტირებული იქნება კორპორატიულ მომხმარებლებსა და სახელმწიფო დამკვეთებზე. 

image.jpeg 

ცნობილია, რომ ახალ კომპიუტერს საფუძვლად დაედება 24-ბირთვიანი საფირმო პროცესორი Kunpeng. გრაფიკის დამუშავებაზე პასუხისმგებელი იქნება ამაჩქარებელი AMD Radeon 520. 

საბაზისო მოდიფიკაციის აღჭურვილობაში შევა 8 გბ ოპერატიული მეხსიერება, Samsung-ის მიერ წარმოებული SSD და ოპტიკური დრაივერი. ნახსენებია ქსელური Ethernet-კონტროლერი, USB Type-A და USB Type-C პორტები, ანალოგური D-Sub ინტერფეისი, აგრეთვე სტანდარტული აუდიოკონექტორი. 

დესკტოპთან ერთად წარმოდგენილი იქნება 23.8-დუიმიანი მონიტორი Full HD გაფართოებით. პანელს ექნება 70%-იანი NTSC ფერთა გამა. 

image.jpeg 

განსაკუთრებითაა ხაზგასმული, რომ მთავარი კომპონენტების აფგრეიდი გათვალისწინებული არ არის. შესაძლებელი არ იქნება დამოუკიდებლად შეიცვალოს ვიდეო დაფა ან ცენტრალური პროცესორი. 

Huawei-ის დეკსტოპ-კომპიუტერების საორიენტაციო ფასი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.