Jump to content

Recommended Posts

Posted

აშშ-ის მხრიდან ტექნოლოგიური ემბარგოს საპასუხოდ კომპანია Huawei-მ აამოქმედა „გეგმა ბ“, რომელიც წინასწარ ჰქონდა შემუშავებული. რესურს chinastarmarket.cn-ის ინფორმაციით, ეს გეგმა მოიცავს პროექტ Nanniwan-ს, რომელიც კომპანიას საშუალებას მისცემს აღარ გამოიყენოს ამერიკული ტექნოლოგიები. 

image.jpeg 

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ნანივანის ხეობას, რომელიც მდებარეობს იანიანი სამხრეთ-აღმოსავლეთით დაახლოებით 90 კილომეტრში (შენსის პროვინცია). 1941 წელს იაპონიის საიმპერატორო არმიისა და გომინდანის ეკონომიკური ბლოკადის საპასუხოდ, კომუნისტებმა დაიწყეს სოფლის მეურნეობის ექსპერიმენტირება თვითუზრუნველყოფისთვის. მე-8 არმიის 359-ე ბრიგადა გაგზავნილ იქნა ნანივანში პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით. 1943 წელს შესრულებული ნამუშევარი წარმატებულად გამოცხადდა და ამ მოვლენაზე He Jingzhi-მ დაწერა სიმღერა, ომელიც ტრადიციულ ხალხურ მელოდიად ქცა. 

შესაბამისად, Huawei ამ სახელწოდებით ცდილობს იმ იდეის გადმოცემას, რომ კომპანია რთულ დროში აპირებს ფსონი დადოს თვითკმარობაზე. შედეგად, ისეთი პროდუქტები, როგორებიაა ლეპტოპები, სმარტ ტელევიზორები, სახლის ელექტრონიკა - უნდა გახდეს აშშ-ის გავლენისგან სრულიად დამოუკიდებელი. 

Huawei-ს ქვეგანყოფილება, რომელიც სამომხმარებლო პროდუქტების შემუშავებითაა დაკავებული, უპირველეს ყოვლისა ძალისხმევას მიმართავს ლეპტოპებისა და სმარტ ტელევიზორების ამერიკული კომპონენტების გარეშე წარმოებისკენ. ცნობილია, რომ 17 აგვისტოს საზაფხულო ღონისძიებაზე Huawei წარადგენს პირველ ლეპტოპსა და სხვა პროდუქტებს, რომლებშიც არ იქნება მოცემული ამერიკული კომპონენტები. 

Huawei-ს ახალი სუვერენული ლეპტოპის პროცესორის მწარმოებელი ამ დრომდე უცნობია, თუმცა წყაროები ამტკიცებენ, რომ ამ მოწყობილობას  არ ექნება ისეთი კომპონენტები, რომლებშიც რაიმე ამერიკული ტექნოლოგია გამოიყენება. შესაძლოა, საუბარი ეხება ARM პროცესორს, რომელიც დამზადებული იქნება ჩინური SMIC-ის მიერ 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. ამგვარი პროდუქტების პირველი ნიმუშები ჩინეთის ფარგლებს გარეთ დიდი ალბათობით არავის დააინტერესებს, თუმცა საინტერესოა, საბოლოო ჯამში რას შემოგვთავაზებს Huawei. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.