Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია Google აქტიურ მზადებას განაგრძობს სერვის Play Music-ის დახურვისთვის. ცოტა ხნის წინ კომპანიამ განაცხადა, რომ პლატფორმა სექტემბერში შეწყვეტს მუშაობას ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. დანარჩენ მსოფლიოში სერვისი და მობილური აპლიკაცია Play Music ფუნქციონირებას შეწყვეტს ოქტომბერში. მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ მუსიკის სტრიმინგს აპლიკაციიდან, ასევე ვერც სერვისის ვებ-ვერსიიდან. 

image.jpeg 

მიუხედავად იმისა, რომ სერვისი ოქტომბერში დაიხურება, კომპანია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს თავიანთი მუსიკალური კოლექცია გადაიტანონ YouTube Music-ზე მიმდინარე წლის დეკემბრამდე. 

ახალ პლატფორმაზე უმტკივნეულოდ გადასვლისთვის კომპანიამ ჯერ კიდევ მაისში წარადგინა სპეციალური ინსტრუმენტი Google Takeout. იგი იმუშავებს სერვის Play Music-ისა და შესაბამისი მობილური აპლიკაციის მუშაობის შეწყვეტის შემდეგაც კი. თუკი მომხმარებლები გარკვეული მიზეზების გამო არ გადწყვეტენ თავიანთი მუსიკალური კოლექციის ახალ პლატფორმაზე გადატანას, მიმდინარე წლის დეკემბრის შემდეგ მთელი კონტენტი მათთვის მიუწვდომელი გახდება, მანამდე შეძენილი ყველა მუსიკალური კომპოზიცია აღარ დაექვემდებარება აღდგენას. ამიტომ კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს იჩქარონ ახალ სერვისზე მიგრაცია. 

image.jpeg 

Play Music-ის დახურვასთან ერთად Google-მა დააანონსა ცვლილებები, რომლებიც დაკავშირებული იქნება Play მარკეტიდან მუსიკის შეძენასთან. სულ მალე კომპანია აპირებს მარკეტდან წაშალოს მთელი მუსიკა, ასე რომ სერვისში შეძენა შეუძლებელი გახდება. ამავე დროს, მომხმარებლებისთვის გაჩნდება მისი გარე არხებიდან შეძენის შესაძლებლობა და შემდეგ YouTube Music-ის კოლექციაში დამატება. Play მარკეტში მუსიკის გაუქმების ზუსტ თარიღს Google არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ეს მოხდება „აგვისტოს ბოლოს“. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.