Magdalena Posted August 5, 2020 Posted August 5, 2020 Tesla ლიდერია ელექტრომობილების გაყიდვის მხრივ და როგორც რესურსი Electrek აცხადებს, მან 2020 წლის გაყიდვების მაჩვენებლით გადააჭარბა ელექტრომობილების მწარმოებელი სამი სხვა უმსხვილესი კომპანიის რეალიზაციის ჯამურ მაჩვენებელს. ამერიკული მანქანათმშენებელი კომპანია უკვე დიდი ხანია ლიდერია სრულიად ელექტრო სატრანსპორტო საშუალებების გაყიდვის კუთხით, თუმცა საწარმოო ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ, რომ Tesla დაკარგავდა ამ პოზიციას, რადგანაც სულ უფრო მეტი საავტომობილო კომპანია იწყებს ელექტრომობილების გამოშვებას. თუმცა ამგვარი რამ არ მოხდა, სატატისტიკა მოწმობს, რომ Tesla კვლავ შესამჩნევად ლიდერობს ელექტრომობილების გლობალური გაყიდვების მხრივ ბაზარზე სხვა კომპანიების მოდელების გამოჩენის მიუხედავად. ბლოგ EV Sales-ის ავტორმა José Pontes-მა, რომელიც ელექტრომობილების მსოფლიო გაყიდვების მონიტორინგითაა დაკავებული, განაცხადა, რომ Tesla კვლავ პირველ ადგილს იკავებს ელექტრო ძრავის მქონე სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელთა რეიტინგში. მისი წილი ბაზრის 28 %-ს შეადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ Tesla არა მხოლოდ ლიდერობს, არამედ აქვს ელექტრომობილების რეალიზაციის უფრო მაღალი მაჩვენებელი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, ვიდრე მის მომდევნო სამ მანქანათმშენებელ კომპანიას ერთად. ეს კომპანიებია Renault-ისა და Nissan-ის ალიანსი, Volkswagen და ჩინური BYD. თუკი მხედველობაში მივიღებთ ჰიბრიდულ სატრანსპორტო საშუალებებს, კომპანიების რეიტინგი იცვლება, თუმცა Tesla მაინც ზედა პოზიციაზე რჩება. ილონ მასკის კომპანიის საბაზრო წილი 19 %-ს შეადგენს. https://bit.ly/3gtifdl
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now