Magdalena Posted August 5, 2020 Posted August 5, 2020 Microsoft-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ დაინტერესებულია TikTok-ის ამერიკული ბიზნესის შეძენით. აშშ-ის პრეზიდენტი Microsoft-ს დათანხმდა - აწარმოოს მოლაპარაკებები TikTok-ის შეძენასთან დაკავშირებით, თუკი გარიგება მიიღწევა 45 დღის განმავლობაში. ამის შესახებ განაცხადა სააგენტო Reuters-მა სამ ინფორმატორზე დაყრდნობით. ხსენებული გარიგების წარმატების შედეგად Microsoft მიიღებს TikTok-ის 100 მილიონ მომხმარებელს შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან და გახდება ისეთი გიგანტი სოციალური ქსელების კონკურენტი, როგორებიცაა Facebook და Snap. შეგახსენებთ, Microsoft ფლობს პროფესიონალურ სოციალურ ქსელ LinkedIn-ს. ტრამპმა გასული კვირის დასასრულს უარი თქვა Microsoft-ის მიერ TikTok-ის ამერიკული ბიზნესის შთანთქმის იდეაზე, თუმცა კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორ Satya Nadella-სთან საუბრის შემდეგ მან გადაწყვეტილება შეცვალა და ნება დართო დაიწყოს მოლაპარაკებები ByteDance-თან იმ პირობით, თუკი შეთანხმება მიღწეულ იქნება 15 სექტემბრამდე. წყაროების ინფორმაციით, ეს არის უკიდურესი ვადა, რომელიც ByteDance-სა და Microsoft-ს დაუწესდა აშშ-ის საგარეო ინვესტიციების კომიტეტის მიერ: ეს ორგანო გულმოდგინედ განიხილავს გარიგებებს, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკის მატარებელი შეიძლება იყოს. ერთ-ერთი ინფორმატორის თქმით, ტრამპმა გადაწყვეტილება შეცვალა რამდენიმე მრჩევლისა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის გავლენის შედეგად. TikTok-ის აკრძალვა გამოიწვევდა მომხმარებლების უკმაყოფილებას ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ და, დიდი ალბათობით, განაპირობებდა უფლებრივი პრობლემების ტალღას. ბოლო დღეებში რამდენიმე რესპუბლიკელი დეპუტატი გამოვიდა განცხადებებით, სადაც ტრამპს მოუწოდებდნენ მხარი დაეჭირა TikTok-ის შეძენისთვის. ByteDance-სა და Microsoft-ს შორის მოლაპარაკებებს დააკვირდება CFIUS, რომელსაც უფლება აქვს დაბლოკოს ნებისმიერი შეთანხმება. Microsoft-მა განაცხადა, რომ დარწმუნებული არ არის გარიგების წარმატებით შესრულებაში. კვირას გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც TikTok ნახსენები არ არის, ჩინურმა კომპანია ByteDance-მა განაცხადა, რომ წარმოუდგენელი სირთულეების წინაშე დგას. https://bit.ly/30q0NAW
George Posted September 14, 2020 Posted September 14, 2020 Reuters: ByteDance ტიკტოკის ამერიკულ სეგმენტს Oracle მიყიდისო https://tass.ru/ekonomika/9446125 ამუ მიკროსოფტი არაო, oracle ეგ ჯავას რომ უშვებს ეგ კომპანიაა
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now