Magdalena Posted August 4, 2020 Posted August 4, 2020 კრიპტო-ბირჟა Gemini-ს თანადამფუძნებელმა კემერონ უინკლუოსმა განაცხადა, რომ დღესდღეობით Bitcoin-ის არქონა უფრო უხეში საინვესტიციო შეცდომაა, ვიდრე 2000-იან წლებში ტექნოლოგიურ კომპანიებში თანხის ჩადებისგან თავის შეკავება. 2000 წლის 1 იანვარს Amazon-ის აქციის ღირებულება 76 აშშ დოლარი იყო - ამჟამად ფასიანი ქაღალდების კოტირება 3165 აშშ დოლარის დონეზეა. 20-წლიანმა ზრდამ 4000 %-ს გადააჭარბა. უინკლუოსი პირველი არ არის, ვინც Bitcoin-ი შეადარა იმდროინდელ ტექნოლოგიურ გიგანტებს - Apple-ს, Google-ს, Microsoft-ს ან Amazon-ს, რომელთა კაპიტალიზაცია სწრაფად იზრდებოდა ინტერნეტის განვითარებასთან ერთად. გასული წლის შემოდგომაზე Morgan Creek Capital Management-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ იუსკომ კრიპტოვალუტას უწოდა მომდევნო რევოლუციური ტექნოლოგია. მისი აზრით, Bitcoin-ი უფრო მიმზიდველი საინვესტიციო შესაძლებლობაა, ვიდრე Аmazon. მან მოუწოდა ამ უკანასკნელის აქციების გაყიდვისკენ, რომელთა ფასი იმ დროს დაახლოებით 1755 აშშ დოლარს შეადგენდა. ადრე, კრიპტოვალუტის არასტაბილურობაზე საუბრისას, მან გაიხსენა, რომ Amazon-ის კოტირებები ყოველ წელს განიცდიდა ვარდნას და ორჯერ დაეცა 90%-ით. შეგახსენებთ, იუსკოს აზრით Bitcoin-ი 2020-2021 წლებში შესაძლოა აღმოჩნდეს 50-100 ათასი აშშ დოლარის დიაპაზონში. https://bit.ly/39QcK5I
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now