Jump to content

Recommended Posts

Posted

Intel Comet Lake პროცესორების დებიუტი მაისში შედგა, თუმცა მათ უკვე შეძლეს წინსვლა პოპულარული გერმანული ინტენეტ-მაღაზია MindFactory.de-ს გაყიდვების სტრუქტურაში. რვაბირთვიანი Core i7-10700K შევიდა თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი პროცესორების ათეულში, მთლიანმა სერიამ კი ივლისში Intel-ის მიერ რეალიზებული პროდუქციის 40 % შეადგინა. 

image.jpeg 

პროცესორების გაყიდვის მაქსიმალურ მაჩვენებელს MindFactory-ში პროცესორებმა მიაღწიეს აპრილში, მას შემდეგ მაჩვენებელი მცირდება. იგივე შეიძლება ითქვას AMD-ის პროცესორებზეც: თუკი აპრილში მათი მაჩვენებელი 91 % იყო, ივლისში იგი 85 %-მდე შემცირდა. აპრილში Intel Comet Lake ჯერ კიდევ არ იყო ბაზარზე გამოსული, თუმცა ამ ნიშნის პროდუქციის წილის ზრდის ტენდენცია უკვე შეინიშნებოდა. 

image.png 

ფოტოს წყარო: Imgur, Ingebor 

ფასის მხრივ ვითარება გაცილებით სტაბილურია. AMD-ის პროდუქცის წილი 86 პოროცენტიდან 81 %-მდე შემცირდა, Intel-ის პროცესორების წილი კი 14-დან 19-%-მდე გაიზარდა. ივლისში სამი ყველაზე პოპულარული პროცესორი აღმოჩნდა AMD Ryzen 5 3600, Ryzen 7 3700X და Ryzen 9 3900X. ათეულში შევიდა Core i7-10700K, იგი მეშვიდე ადგილზეა და Intel-ის პროდუქციის ერთადერთი წარმომადგენელია. 

image.png 

ფოტოს წყარო: Imgur, Ingebor 

მოგების მხრივ მაჩვენებლებში ეს პროცესორი მეოთხე ადგილზე ხვდება და მცირედით ჩამორჩება AMD-ის სამეულს. ამასთან, Amazon-ზე ეს პროცესორი პოპულარობით მხოლოდ მეოცე ადგილზეა, თუმცა ამას განაპირობებს ამ სერიის პროცესორების დეფიციტი. 

image.png 

ფოტოს წყარო: Imgur, Ingebor 

ინტერნეტ-მაღაზია MindFactory-ს აუდიტორია, თუკი არსებულ სტატისტიკას დავუჯერებთ, უპირატესობას AMD-ისა და Intel-ის ყველაზე თანამედროვე პროცესორებს ანიჭებს. პირველ შემთხვევაში Matisse თაობის მოდელების წილი იყო 81 % ნატურალურ გამოხატულებაში და 87 % - ღირებულების მხრივ. მაისში გამოსულმა Comet Lake-S პროცესორებმა შეძლეს Intel-ის ასორტიმენტის 40%-ის დაკავება ნატურალურ გამოხატვაში და 43 % - ფასის მხრივ. თუკი შერეულ ასორტიმენტს განვიხილავთ, Comet Lake იკავებს 6 %-ს გაყიდვების სტრუქტურაში გაყიდული პროცესორების მხრივ და 8 %-ს - მოგების თვალსაზრისით. 

image.png 

ფოტოს წყარო: Imgur, Ingebor 

მიმდინარე წლის დასაწყისში Intel-ის პროცესორების პოპულრობა დამაჯერებლად მატულობს MindFactory-ს მომხმარებლებს შორის. AMD-ის პროდუქციაზე მოთხოვნა კი შესამჩნევად მერყეობს. შესაძლოა, მიმდინარე ზაფხულში გამოსული ახალი პროცესორების მეშვეობით AMD-მ შეძლოს დაკარგული პოზიციების აღდგენა, თუმცა მნიშვნელოვან მატებას დიდი ალბათობით უნდა ველოდოთ Zen 3 არქიტექტურის მქონე Vermeer თაობის პროცესორების გამოსვლის შემდეგ წლის ბოლოს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.