Magdalena Posted August 4, 2020 Posted August 4, 2020 Intel Comet Lake პროცესორების დებიუტი მაისში შედგა, თუმცა მათ უკვე შეძლეს წინსვლა პოპულარული გერმანული ინტენეტ-მაღაზია MindFactory.de-ს გაყიდვების სტრუქტურაში. რვაბირთვიანი Core i7-10700K შევიდა თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი პროცესორების ათეულში, მთლიანმა სერიამ კი ივლისში Intel-ის მიერ რეალიზებული პროდუქციის 40 % შეადგინა. პროცესორების გაყიდვის მაქსიმალურ მაჩვენებელს MindFactory-ში პროცესორებმა მიაღწიეს აპრილში, მას შემდეგ მაჩვენებელი მცირდება. იგივე შეიძლება ითქვას AMD-ის პროცესორებზეც: თუკი აპრილში მათი მაჩვენებელი 91 % იყო, ივლისში იგი 85 %-მდე შემცირდა. აპრილში Intel Comet Lake ჯერ კიდევ არ იყო ბაზარზე გამოსული, თუმცა ამ ნიშნის პროდუქციის წილის ზრდის ტენდენცია უკვე შეინიშნებოდა. ფოტოს წყარო: Imgur, Ingebor ფასის მხრივ ვითარება გაცილებით სტაბილურია. AMD-ის პროდუქცის წილი 86 პოროცენტიდან 81 %-მდე შემცირდა, Intel-ის პროცესორების წილი კი 14-დან 19-%-მდე გაიზარდა. ივლისში სამი ყველაზე პოპულარული პროცესორი აღმოჩნდა AMD Ryzen 5 3600, Ryzen 7 3700X და Ryzen 9 3900X. ათეულში შევიდა Core i7-10700K, იგი მეშვიდე ადგილზეა და Intel-ის პროდუქციის ერთადერთი წარმომადგენელია. ფოტოს წყარო: Imgur, Ingebor მოგების მხრივ მაჩვენებლებში ეს პროცესორი მეოთხე ადგილზე ხვდება და მცირედით ჩამორჩება AMD-ის სამეულს. ამასთან, Amazon-ზე ეს პროცესორი პოპულარობით მხოლოდ მეოცე ადგილზეა, თუმცა ამას განაპირობებს ამ სერიის პროცესორების დეფიციტი. ფოტოს წყარო: Imgur, Ingebor ინტერნეტ-მაღაზია MindFactory-ს აუდიტორია, თუკი არსებულ სტატისტიკას დავუჯერებთ, უპირატესობას AMD-ისა და Intel-ის ყველაზე თანამედროვე პროცესორებს ანიჭებს. პირველ შემთხვევაში Matisse თაობის მოდელების წილი იყო 81 % ნატურალურ გამოხატულებაში და 87 % - ღირებულების მხრივ. მაისში გამოსულმა Comet Lake-S პროცესორებმა შეძლეს Intel-ის ასორტიმენტის 40%-ის დაკავება ნატურალურ გამოხატვაში და 43 % - ფასის მხრივ. თუკი შერეულ ასორტიმენტს განვიხილავთ, Comet Lake იკავებს 6 %-ს გაყიდვების სტრუქტურაში გაყიდული პროცესორების მხრივ და 8 %-ს - მოგების თვალსაზრისით. ფოტოს წყარო: Imgur, Ingebor მიმდინარე წლის დასაწყისში Intel-ის პროცესორების პოპულარობა დამაჯერებლად მატულობს MindFactory-ს მომხმარებლებს შორის. AMD-ის პროდუქციაზე მოთხოვნა კი შესამჩნევად მერყეობს. შესაძლოა, მიმდინარე ზაფხულში გამოსული ახალი პროცესორების მეშვეობით AMD-მ შეძლოს დაკარგული პოზიციების აღდგენა, თუმცა მნიშვნელოვან მატებას დიდი ალბათობით უნდა ველოდოთ Zen 3 არქიტექტურის მქონე Vermeer თაობის პროცესორების გამოსვლის შემდეგ წლის ბოლოს. https://bit.ly/3gsN4ic Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.