Magdalena Posted August 3, 2020 Posted August 3, 2020 უმსხვილესმა ამერიკულმა კრიპტობირჟა Coinbase-მა განაცხადა, რომ განიხილავს 19 კრიპტოაქტივის ლისტინგის საკითხს. ლისტინგის პრეტენდენტებს შორისაა DeFi-ტოკენები, Ethereum-ით უზრუნველყოფილი მონეტები და სხვა აქტივები: Ampleforth, Band Protocol, Balancer, Blockstack, Curve, Fetch.ai, Flexacoin, Helium, Hedera Hashgraph, Kava, Melon, Ocean Protocol, Paxos Gold, Reserve Rights, tBTC, The Graph, THETA, UMA და WBTC. ამ აქტივების უმეტესობის კაპიტალიზაცია მეტად დაბალია - განხილვაში მყოფი არც ერთი მონეტა არ შედის CoinMarketCap-ის ან CoinGecko-ს ტოპ 30 რეიტინგში. Coinbase-ის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ გააგრძელებენ ახალი კრიპტოვალუტების კვლევას. დროთა განმავლობაში კომპანია გეგმავს მოიცვას „ბრუნვაში არსებული ყველა ციფრული აქტივის საბაზრო კაპიტალიზაციის არანაკლებ 90%“. შეგახსენებთ, ადრე Coinbase-მა დაამატა კრიპტოვალუტა Algorand-ის მხარდაჭერა. მონეტის ფასი ლისტინგის შემდეგ 30%-ით გაიზარდა. https://bit.ly/3jZQURY
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now