Magdalena Posted August 3, 2020 Posted August 3, 2020 ლეპტოპში გამოყენებულია ჩიპსეტი Qualcomm Snapdragon 8cx 5G - Snapdragon X55 მოდემით, რვაბირთვიანი პროცესორი Kryo 495 კრისტალების ბაზაზე და GPU Adreno 680. Snapdragon 8cx არის მსოფლიოში პირველი მობილური პლატფორმა, რომელიც შემუშავდა სპეციალურად კომპაქტური კომპიუტერებისთვის და დამზადებულია 7-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით. უზრუნველყოფილია მონაცემთა ჩატვირთვის 7 გბ/წმ სიჩქარე და მაქსიმალური 2.5 გბ/წმ სიჩქარე 4G რეჟიმში. ლეპტოპს აქვს 14-დუიმიანი IPS-დისპლეი Full HD გაფართოებითა და 400 ნიტი სიკაშკაშით, მხარდაჭერილია ტექნოლოგია Dolby Atmos და სტილუსი. მოწყობილობის წონაა 1.3 კგ, სრულად დამუხტული ბატარეა უზრუნველყოფს 24 საათამდე უწყვეტ მუშაობას, გათვალისწინებულია განბლოკვა ინტეგრირებული ინფრაწითელი კამერის ან თითის ანაბეჭდის მეშვეობით. მწარმოებელი კომპანიის განცხადებით ლეპტოპს აქვს ტემპერატურის სმარტ-კონტროლი და წარმადობის ავტომატური ოპტიმიზაცია შესრულებული ამოცანების მიხედვით. მოწყობილობის ფასის შესახებ ცნობები მოგვიანებით გახმაურდება. https://bit.ly/31dUTSG
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now