Jump to content

Recommended Posts

Posted

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ კომპანია NVIDIA განიხილავს შესაძლებლობას, შეიძინოს ჩიპების ბრიტანული მწარმოებელი კომპანია ARM, რომელიც ეკუთვნის იაპონურ კორპორაცია SoftBank Group-ს. Bloomberg-ის უახლესი ინფორმაციის თანახმად, ორივე მხარე გადავიდა ამ საკითხში მოლაპარაკებების „მოწინავე სტადიაზე“. 

image.jpeg 

თემასთან დაახლოებული წყაროები გვატყობინებენ, რომ ამერიკული კომპანია NVIDIA და იაპონური SoftBank Group შესაძლოა უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მივიდნენ შეანხმებამდე. ამჟამად გრაფიკული ჩიპების მწარმოებელი კომპანია ერთადერთია, რომელიც ARM-ის შესყიდვითაა დაინტერესებული. გარიგების ზუსტი ფასი არ სახელდება, თუმცა სააგენტოს ინფორმატორები აღნიშნავენ, რომ NVIDIA მზადაა ARM-ში 32 მლრდ აშშ დოლარზე მეტი გადაიხადოს. 

ბრიტანული კომპანიის მიერ შემუშავებული მიკროარქიტექტურები პრაქტიკულად ყველა იმ მობილურ პროცესორში გვხვდება, რომლებიც შექმნილია Qualcomm-ის, Apple-ის, MediaTek-ის, Samsung-ისა და Huawei-ს მიერ. მათი ნაწილი გამოიყენება მათსავე სმარტფონებში, პლანშეტებში, თან სატარებელ ელექტრონიკასა და ინტერნეტ-ნივთების სეგმენტის გაჯეტებში. ცოტა ხნის წინ NVIDIA-მ Intel-ს გაუსწრო საბაზრო კაპიტალიზაციის მხრივ, ასე რომ ჩიპების ბრიტანული მწარმოებლის შეძენა მის ამ წარმატებას კიდევ უფრო გაამყარებს. 

თუმცა უნდა ითქვას, რომ ხსენებული გარიგება NVIDIA-ს მეტად ძვირი დაუჯდება. კომპანია Street Research LLP-ის უახლესი ანალიტიკური პროგნოზის მიხედვით ARM-ის საბაზრო ღირებულებამ 2021 წელს შესაძლოა შეადგინოს 44 მლრდ აშშ დოლარი, 2025 წელს კი გაიზარდოს 68 მლრდ აშშ დოლარამდე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.